საფრანგეთი. ლიგა 1. XXIII ტური: დაცემა "სტად დე ჟერლანზე"

AutoSharing Option
"ლიონისთვის" სეზონი საკმაოდ უცნაურად მიმდინარეობს. უცნაურობები იქიდან დაიწყო, როცა სეზონის დაწყებამდე გუნდის მთავარ მწვრთნელად გამოუცდელი რემი გარდი დაინიშნა.

სპეციალისტი, ვისაც იქამდე მხოლოდ ასაკობრივ გუნდებთან მუშაობის სტაჟი ჰქონდა. ახლა თამამად შეიძლება ითქვას, რომ ჟან-მიშელ ოლას ავანტიურამ გაამართლა.

სეზონის მეორე ნახევარი უკვე ძალას იკრებს და ფაქტია, რომ გარდის გუნდი ჯერ კიდევ ოთხ ტურნირში გამოდის: ლიგის თასის ფინალში "ლიონს" 14 აპრილს "მარსელთან" დაპირისპირება ელის; საფრანგეთის თასის 1/8-ფინალში ორიოდე დღის წინ "ბორდო" დაძაბულ ბრძოლაში, დამატებით დროში 3:1 დაამარცხა; ხვალ ჩემპიონთა ლიგაში გუნდი აპოელ-ს უნდა
შეხვდეს და დიდი ალბათობით შემდეგ წრეშიც გავა, და, რაც მთავარია, "ლიონი" ჩემპიონატში ჯერ კიდევ აგრძელებს ბრძოლას ტიტულისთვის თუ არა, ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის მაინც.

ფრანგი ჟურნალისტები უკვე სვამენ ორ შეკითხვას: გუნდისთვის, რომელსაც არცთუ გრძელი სათადარიგოთა სკამი აქვს, გუნდისთვის, რომელსაც ლიგა 1-ში ყველაზე ახალგაზრდული შემადგენლობა ჰყავს, თებერვლის ბოლოს ოთხი ტურნირი მეტისმეტი ხომ არ არის და როდის გამოელევა ძალები მას. ბუნებრივია, მათზე პასუხის გაცემა მხოლოდ და მხოლოდ "ლიონს" შეუძლია.

რემი გარდმა თასზე გადაღლილი "ლიონი" "სტად დე ჟერლანის" მინდორზე ალბათ იმ განწყობით გამოიყვანა, რომ მას ცოტა, მაგრამ ძალები მაინც უნდა დაეზოგა ჩემპიონთა ლიგის მატჩისთვის. თითქოს მეტოქეც სათანადო იყო - "კანი", გუნდი, რომელსაც 6 ნოემბრის შემდეგ (დიჟონთან 3:0) ზედიზედ 10 თამაში (8 წაგება, 2 ფრე) ჰქონდა მოუგებელი. "ლიონმა" პირველი ტაიმი აქტიურად დაიწყო. აშკარა იყო, რომ მასპინძელს სწრაფი გოლის გატანა სურდა, რათა შემდგომ შეხვედრა წყნარი ტემპით წარემართა.

"კანი" თავის მხრივ კონტრშეტევების იმედად იყო. მე-13 წუთზე მოხდა ის, რაც მიმდინარე სეზონში სულაც არ არის ძვირი სანახაობა: "ლიონის" ცენტრალური მცველები შეცდნენ, რისი წყალობითაც რომან ამუმა უგო ლორისთან პირისპირ დარჩა. დანარჩენი უკვე ტექნიკის საქმე იყო - 0:1. 74-ე წუთზე ლივიო ნაბაბმა გაისროლა საჯარიმოს მისადგომებიდან და "ცხრიანში" ჩაახვია - 0:2. საფინალო სასტვენამდე 5 წუთით ადრე ლაკაზეტმა პენალტი "აიკიდა", რომელიც ლისანდრო ლოპესმა გაიტანა - 1:2.

XXIII ტური

ოსერი-ლორიანი 1:1
გოლები: 1:0 ბოლი (18), 1:1 ემეგარა (90)

ლიონი-კანი 1:2
გოლები: 0:1 ამუმა (13), 0:2 ნაბაბი (73), 1:2 ლ. ლოპესი (86) პენ.

მონპელიე-აიაჩო 3:0
გოლები: 1:0 ბელჰანდა (53) პენ, 2:0 კაბელა (64), 3:0 ჟირუ (67)

ვალანსიენი-ნანსი 1:0
გოლი: 1:0 სამასა (90)

რენი-სოშო 1:0
გოლი: 1:0 ერდინგი (16)

ბრესტი-დიჟონი 1:1
გოლები: 0:1 კაკუტა (76), 1:1 ჯენტილეტი (90)

ევიანი-მარსელი გადაიდო

ლილი-ბორდო 4:5
გოლები: 0:1 მორის-ბელაი (2), 1:1 როზენალი (8), 1:2 ობრანიაკი (17), 1:3 მორის-ბელაი (50), 1:4 გუფრანი (60), 2:4 აზარი (65), 3:4 დებიუში (75), 4:4 რუ (90), 4:5 ობრანიაკი (90)

ნიცა-პსჟ 0:0

ტულუზი-სტ. ეტიენი 0:1
გოლი: 0:1 აუბემიანგი (71)

სატურნირო მდგომარეობა

თ მ ფ წ ბ ქ
1. პსჟ 23 15 5 3 38-19 50
2. მონპელიე 23 15 4 4 45-23 49
3. ლილი 22 10 9 3 40-26 39
4. ლიონი 23 12 3 8 37-27 39
5. რენი 23 11 6 6 33-25 39
6. მარსელი 22 10 8 4 33-21 38
7. სტ. ეტიენი 22 10 6 6 25-24 36
8. ტულუზი 23 9 7 7 22-23 34
9. ბორდო 23 8 9 6 29-27 33
10. ლორიანი 22 6 9 7 22-25 27
11. ვალანსიენი 23 7 5 11 23-26 26
12. ბრესტი 23 4 13 6 21-22 25
13. ევიანი 22 5 8 9 29-35 23
14. კანი 22 6 5 11 26-33 23
15. ნანსი 23 5 8 10 22-30 23
16. დიჟონი 23 6 5 12 26-42 23
17. აიაჩო 23 5 7 11 25-42 22
18. ნიცა 23 4 8 11 22-26 20
19. ოსერი 22 4 8 10 29-36 20
20. სოშო 22 4 7 11 22-37 19

ბომბარდირები: 16 - ოლივიე ჟირუ (მონპელიე), 11 - ნენე (პარი სენ-ჟერმენი), 10 - კევინ გამეირო (პარი სენ-ჟერმენი)

შემდეგი ტური: 18 თებერვალი - აიაჩო-ბრესტი, კანი-ევიანი, დიჟონი-ნიცა, ლორიანი-ლილი, ნანსი-ტულუზი, სოშო-ოსერი 19 თებერვალი - მარსელი-ვალანსიენი, ბორდო-ლიონი, სტ. ეტიენი-რენი, პსჟ-მონპელიე

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული