არსენ ვენგერი: საფრანგეთის ნაკრებში მუშაობა არ მაინტერესებს

AutoSharing Option
ლონდონის "არსენალის" მთავარმა მწვრთნელმა არსენ ვენგერმა კომენტარი გააკეთა ინფორმაციაზე, რომლის თანახმად 2012 წლის ევროპის ჩემპიონატის შემდეგ შესაძლოა მან საფრანგეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე შეცვალოს ლორან ბლანი.

"საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციიდან არავინ დამკავშირებია. ეგეც რომ არა, თავადაც არ ვარ ამ სამსახურით დაინტერესებული. ამ ზაფხულს საფრანგეთის ნაკრებში მუშაობა რომც შემომთავაზონ, მე მომდევნო სეზონშიც "არსენალის" გაწვრთნას ვამჯობინებ.

მიყვარს, როცა სულ გუნდთან ერთად ვარ, ყოველ მესამე დღეს თამაშია, უარეს შემთხვევაში - ყოველ უქმეებზე მაინც. ნაკრების მწვრთნელის სამუშაო კი განსხვავებულია.

არაერთი მსგავსი წინადადებით ადრეც მომმართეს, მაგრამ
ყოველთვის უარი ვთქვი და არ ვფიქრობ, მომავალში ამ მხრივ აზრი შევიცვალო", - თქვა ვენგერმა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული