კარლო ანჩელოტი: არ ვფიქრობ, რომ პაოლო მალდინი "პარი სენ ჟერმენში" იმუშავებს

AutoSharing Option
"პარი სენ ჟერმენის" მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ უარყო ფრანგულ პრესაში გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს მომავალი ზაფხულიდან პარიზელთა სამწვრთნელო შტაბში "მილანის" ყოფილი მცველი პაოლო მალდინი იმუშავებს.

"მალდინის მომავლის შესახებ არაფერი ვიცი. ჩამოვა მალდინი პარიზში? დიახ, ის აქ დასასვენებლად და რესტორნებში სასიარულოდ მოვა.

მაგრამ, არ მგონია, რომ ის "პარი სენ ჟერმენში" იმუშავებს. მე მას ამას არ ვთხოვ. ის ჩემი მეგობარია და მეგობრად დარჩება", - თქვა ანჩელოტიმ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული