ლიგა 1. XXIV ტურის წინ: გორდიას კვანძის გახსნამდე

AutoSharing Option
ჩემპიონატის ლიდერი მასპინძლობს გუნდს, ვისგანაც ცხრილში კინკილა ქულა აშორებს. გადაჭარბებული იქნება თუ ვიტყვით, დანარჩენი გუნდები ჰორიზონტზეც აღარ ჩანანო, მაგრამ ჩემპიონის ტიტული რომ სწორედ ამ ორ გუნდს შორის გათამაშდება, ვფიქრობთ, ეჭვს არავისში უნდა იწვევდეს.

ბუნებრივია, ამ შეხვედრაში შეიძლება ბევრი რამ გაირკვეს. მით უფრო, თუკი მასპინძლები მეტოქეს მიმდინარე სეზონში მეორე დაპირისპირებასაც მოუგებენ და 4 ქულით გადაასწრებენ.

შეგახსენებთ, პირველ წრეში “სტად დე მოსონზე” კევინ გამეიროსა და ხავიერ პასტორეს (დუბლი) გოლების წყალობით დედაქალაქელებმა ბრწყინვალე გამარჯვებას მიაღწიეს.

19 თებერვალს “პარკ დე პრენსზე” სრული ანშლაგი იქნება.
ელოდებიან, რომ ტრიბუნებზე 47 ათასი ადამიანი მოიყრის თავს. “ლურჯ-წითლებმა” ბოლო შეხვედრა ევროპის ლიგაზე 1-ელ დეკემბერს “ზალცბურგთან” დათმეს (2:0). მას შემდეგ კი 12 მატჩში 10 მოგება და 2 ფრე აქვთ. კარლო ანჩელოტის მოსვლის შემდეგ გუნდმა ერთის გარდა ყველაში იმარჯვა.

არანაკლებ ძლიერად გამოიყურება “მონპელიეც”. ვისაც ბოლო 7-დან 7 მოგება აქვს. რენე ჟირარის გუნდი წელს საოცრად სტაბილურად თამაშობს. წარმოიდგინეთ, რომ მე-2 ადგილის ქვემოთ წელს არც ერთხელ არ დაშვებულა.

სწორედ ამიტომ არის, რომ პარიზელებს მაქსიმალური კონცენტრაციისკენ მოუწოდებს გუნდის საუკეთესო ბომბარდირი ნენე:

“ამ თამაშში შეიძლება ყველაფერი არ გადაწყდეს, რადგან წინ კიდევ ბევრი თამაში დაგვრჩა, მაგრამ ის ნამდვილად იქნება წლის ყველაზე დაძაბული დაპირისპირება, რაც კი აქამდე ჩატარებულა.

კარგია, რომ ასეთი ძლიერი გუნდის წინააღმდეგ თამაში შინ გვიწევს. “მონპელიეს” უმაღლესი დონის გუნდად მივიჩნევ. ფაქტია, რომ მუსიე ჟირარს კარგად დაბალანსებული და შეკრული გუნდი ჰყავს. ამას ისინი ყოველ უქმეებზე ამტკიცებენ. ბუნებრივია, მოედანზე ერთადერთი მიზნით გავალთ, ავიღოთ 3 ქულა და მეტოქე ცხრილში 4-ით ჩამოვიტოვოთ. საკუთარი ძალების რწმენის განმტკიცებისთვის ეს იდეალური იქნება”.

აი, ისტორია კი “მონპელიეს” მხარეს არის. ლანგედოკელებმა უკანასკნელი 10 ვიზიტიდან მხოლოდ 2-ჯერ წააგეს. ოლივიე ჟირუს ტრადიციის გარდა მისი გუნდის იმედიც აქვს:

“ჩვენ გვყავს გუნდი, სადაც ფეხბურთელები ერთმანეთს უკვე წლებია, რაც იცნობენ. პარიზელებს კი ჯერ კიდევ სჭირდებათ ერთმანეთთან შეჩვევა. მათ შეიძლება ინდივიდუალურად უფრო ძლიერი ფეხბურთელები ჰყავთ, მაგრამ შემიძლია გავიმეორო ის, რაც უკვე არაერთხელ უთქვამთ, მათგან ჯერ ერთიანი გუნდი არ შეკრულა. ასე რომ, ჩვენ შეგვიძლია წავიდეთ იქ და მოვიგოთ”.

ლიგა 1. XXIV ტური
დღეს:
აიაჩო-ბრესტი 22:00
კანი-ევიანი 22:00
დიჟონი-ნიცა 22:00
ლორიანი-ლილი 22:00
ნანსი-ტულუზი 22:00
სოშო- ოსერი 22:00
მარსელი-ვალანსიენი 00:00

ხვალ:
ბორდო- ლიონი 20:00
სტ. ეტიენი-რენი 20:00
პსჟ-მონპელიე 00:00

სატურნირო ცხრილი
თ მ ფ წ ბ ქ
1. პსჟ 22 15 4 3 38-19 50
2. მონპელიე 23 15 4 4 45-23 49
3. ლილი 22 10 9 3 40-26 39
4. ლიონი 23 12 3 8 37-27 39
5. რენი 23 11 6 6 33-25 39
6. მარსელი 22 10 8 4 33-21 38
7. სტ. ეტიენი 22 10 6 6 25-24 36
8. ტულუზი 23 9 7 7 22-23 34
9. ბორდო 23 8 9 6 29-27 33
10. ლორიანი 22 6 9 7 22-25 27
11. ვალანსიენი 23 7 5 11 23-26 26
12. ბრესტი 23 4 13 6 21-22 25
13. ევიანი 22 5 8 9 29-35 23
14. კანი 22 6 5 11 26-33 23
15. ნანსი 23 5 8 10 22-30 23
16. დიჟონი 23 6 5 12 26-42 23
17. აიაჩო 23 5 7 11 25-42 22
18. ნიცა 23 4 8 11 22-26 20
19. ოსერი 22 4 8 10 29-36 20
20. სოშო 22 4 7 11 22-37 19

ბომბარდირები
16 - ოლივიე ჟირუ (მონპელიე), 11 - ნენე (პარი სენ-ჟერმენი), 10 – კევინ გამეირო (პარი სენ-ჟერმენი)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული