კარლო ანჩელოტი: პსჟ-მ ოთხი გოლი გაუშვა, მაგრამ ხასიათის სიმტკიცე გამოავლინა

AutoSharing Option
პსჟ-ს მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ "ლიონთან" (4:4) მატჩის შთაბეჭდილებებზე ისაუბრა.

"დიახ, ოთხი გოლი გავუშვით, მაგრამ მტკიცე ხასიათი გამოვავლინეთ. ეს საოცარი მატჩი იყო. ჩემი შეგირდები კარგად თამაშობდნენ, თავდაჯერებულნი იყვნენ და სასიხარულოა, რომ ანგარიშის გათანაბრება მოვახერხეთ", - თქვა იტალიელმა სპეციალისტმა.

ანჩელოტიმ ის ფაქტიც განიხილა, რომ 25 ტურის შემდეგ პსჟ-მ სატურნირო ცხრილში პირველი ადგილი "მონპელიეს" დაუთმო, რომელსაც პარიზელებზე ქულით მეტი აქვს. "ეს ტრაგედია არ არის. ვნახოთ, რა იქნება სეზონის ბოლოს", - აღნიშნა პარიზელთა თავკაცმა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული