"დიახ, ოთხი გოლი გავუშვით, მაგრამ მტკიცე ხასიათი გამოვავლინეთ. ეს საოცარი მატჩი იყო. ჩემი შეგირდები კარგად თამაშობდნენ, თავდაჯერებულნი იყვნენ და სასიხარულოა, რომ ანგარიშის გათანაბრება მოვახერხეთ", - თქვა იტალიელმა სპეციალისტმა.
ანჩელოტიმ ის ფაქტიც განიხილა, რომ 25 ტურის შემდეგ პსჟ-მ სატურნირო ცხრილში პირველი ადგილი "მონპელიეს" დაუთმო, რომელსაც პარიზელებზე ქულით მეტი აქვს. "ეს ტრაგედია არ არის. ვნახოთ, რა იქნება სეზონის ბოლოს", - აღნიშნა პარიზელთა თავკაცმა.