ამით იტალიელმა ნახევარმცველს უთხრა, რომ მან თამაშს უნდა მოუმატოს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი სათადარიგოთა სკამი არ ასცდება. საბოლოოდ არგენტინელი მაინც სასტარტოში მოხვდა, თუმცა მეორე ტაიმში ის შეცვალეს.
ანჩელოტის გადაწყვეტილებით, "სტად დე ჟერლანზე" "პარი სენ-ჟერმენმა" დაცვითი ტიპის სქემა აირჩია, რის გამოც ფრანგმა ჟურნალისტებმა მწვრთნელს "კბილი მსუბუქად გაჰკრეს".
თამაში ისე დაიწყო, როგორც ამას ელოდნენ - მასპინძელთა შეტევებით. მათ უკვე მე-6 წუთზე შეეძლოთ ანგარიშის გახსნა, როცა ბაფეტიმბი გომისმა კარისკენ ზურგით მდგარმა ბრუნში სცადა გატანა, თუმცა სალვატორე სირიგუმ ფანტასტიკურ ნახტომში შეძლო ბურთის კუთხურზე მოგერიება.
მე-10 წუთზე ჟერემი მენეზმა ბაკარი კონეს კინაღამ საკუთარ კარში გაატანინა, თუმცა უგო ლორისმა დროულად მოახერხა რეაგირება. მე-18 წუთზე ლორისმა გუნდი მეორედ იხსნა, როცა პასტორეს თავური მოიგერია. 21-ე წუთზე კრისმა მოჰამედ სისოკო მოცელა. კრისტოფ ჟალემ ოაროს საჯარიმოში დაუგორა, ვისთვისაც დარტყმაში ხელი აღარავის შეუშლია - 1:0. 29-ე წუთზე იმავე ოაროს დუბლის შესრულება შეეძლო, მაგრამ ნენეს პასის შემდეგ მეკარესთან პირისპირ დარჩენილმა წინ გამოსულ ლორისს კარგად ვერ დაურტყა.
"ლიონი" გონს მალე მოეგო და თავადაც შეუტია. თანაც უბრალოდ კი არ შეუტია, წინაც გავიდა. ჯიმი ბრიანმა კუთხური მოიპოვა, გათამაშებული ბურთი კიმ ჩელსტრიომმა უხერხული მოძრაობით საჯარიმოში დააბრუნა, სადაც გომისი ბურთს საჭირო ადგილას დახვდა - 1:1. პსჟ-მა გონს მოსვლაც კი ვერ მოასწრო, რომ ანგარიში ისევ შეიცვალა.
ხიფათი მარჯვენა ფლანგზე უსწრაფესი კონტრშეტევის წყალობით შეიქმნა. ჩაწოდებას ლისანდრო ლოპესი შორეულ ძელთან დახვდა და იოლად გაიტანა - 2:1. "ლიონი" არც ამის მერე დაწყნარდა.
რემი გარდის გუნდს მეტოქის ბოლომდე გატეხა ჰქონდა გადაწყვეტილი და თითქოს ეს შეძლო კიდეც. კუთხურის გათამაშების შემდეგ ბურთი მიშელ ბასტოსს მიუვიდა და - 3:1. ვინ იცის, შესვენებამდე ნენეს პენალტი რომ არა, გაუმკლავდებოდა თუ არა დედაქალაქელთა ფსიქიკა ამხელა დარტყმას. მაქსიმ გონალონმა თამაშის წესები ბრაზილიელის წინააღმდეგ საჯარიმოში დაარღვია.
დაზარალებულმა ანგარიშში სხვაობა შეამცირა - 3:2. 57-ე წუთზე "ლიონმა" ისევ კუთხურის გათამაშების შემდეგ იხეირა. ბრაინმა ბურთს თავურით მიუჩინა ადგილი - 4:2.
ანჩელოტიმ თავდასხმის გაძლიერება გადაწყვიტა და პასტორეს ნაცვლად მინდორზე გამეირო შეუშვა. 73-ე წუთზე მასპინძლები ნენესთვის ბურთის წართმევას ცდილობდნენ. შემთხვევით ის ოაროს მიუვიდა. გიიომმა კარგ პოზიციაში მყოფ მარკოს სეარას დაუგორა - 4:3. 82-ე წუთზე ნენეს ანგარიშის გათანაბრება შეეძლო, მაგრამ ლორისმა ბოლო მომენტში მოახერხა გუნდის გადარჩენა. 86-ე წუთზე ბოდმერს შეეძლო თავის გამოჩენა, მაგრამ 3 (!) მეტრიდან ააცილა. შეხვედრის დასრულებამდე წამებით ადრე თამაშში საბოლოო ანგარიში დაფიქსირდა - ოარომ შეძლო ბაკარი კონესთვის საჰაერო დუელის მოგება - 4:4.
ლიგა 1. XXV ტური
აიაჩო-დიჟონი 2:1
გოლები: 1:0 ედუარდო (54), 2:0 კავალი (55), 2:1 კუმორძი (66)
ოსერი-სტ. ეტიენი 0:0
ევიანი-ნანსი 2:0
გოლები: 1:0 ბერიჟო (30), 2:0 ბერიჟო (32)
მონპელიე-ბორდო 1:0
გოლი: 1:0 უტაკა (80)
ნიცა-კანი 1:0
გოლი: 1:0 მუნიე (50)
ვალანსიენი-ლორიანი 2:0
გოლები: 1:0 სამასა (78), 2:0 კოადი (81)
ლიონი-პსჟ 4:4
გოლები: 0:1 ოარო (21), 1:1 გომისი (34), 2:1 ლ. ლოპესი (36), 3:1 ბასტოსი (40), 3:2 ნენე (45-პენ), 4:2 ბრიანი (57), 4:3 სეარა (73), 4:4 ოარო (90)
ბრესტი-მარსელი 1:0
გოლი: 1:0 ბაი (17)
ტულუზი-სოშო 2:0
გოლი: 1:0 აბდენური (9), 2:0 რივიერი (55)
რენი-ლილი 1:1
გოლი: 0:1 შეჯუ (40), 1:1 ერდინგი (90)
გაძევება: აპამი (38. რენი)
სატურნირო მდგომარეობა
თ მ ფ წ ბ ქ
1. მონპელიე 25 16 5 4 48-25 53
2. პსჟ 25 15 7 3 44-25 52
3. ლილი 25 12 10 3 43-27 46
4. სტ. ეტიენი 25 12 7 6 33-26 43
5. ლიონი 25 12 4 9 41-32 40
6. რენი 25 11 7 7 34-30 40
7. ტულუზი 25 11 7 7 27-23 40
8. მარსელი 24 10 9 5 34-23 39
9. ბორდო 25 9 9 7 30-28 36
10. ვალანსიენი 25 8 6 11 26-27 30
11. ბრესტი 25 5 14 6 22-22 29
12. ევიანი 24 6 9 9 33-37 27
13. კანი 25 7 6 12 30-37 27
14. ლორიანი 25 6 9 10 24-32 27
15. დიჟონი 25 7 5 13 30-44 26
16. აიაჩო 25 6 8 11 27-43 26
17. ნიცა 25 5 8 12 23-29 23
18. ნანსი 25 5 8 12 22-35 23
19. ოსერი 25 4 10 11 30-38 22
20. სოშო 25 4 8 13 22-40 20
ბომბარდირები: 16 - ოლივიე ჟირუ (მონპელიე), , 12 - ნენე (პარი სენ-ჟერმენი), 10-10 - პიერ აუბამეიანგი (სტ. ეტიენი), ბაფეტიმბი გომისი (ლიონი), კევინ გამეირო (პარი სენ-ჟერმენი)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"