ფლორან მალუდა და ოლიმპიადა

AutoSharing Option
ფლორან მალუდა არის ადამიანი, ვინც მხოლოდ ფეხბურთით არ ცხოვრობს. ზოგადად სპორტის გარდა ის მუსიკისა და კინემატოგრაფიის დიდი თავყვანისმცემელია. რაკი ლონდონში ცხოვრობს ის ზაფხულზე ოლიმპიური თამაშების დაწყებასაც სულმოუთქმელად ელოდება.

- გაიხსენეთ პირველი, რაც ოლიმპიადებთან დაკავშირებით გახსენდებათ?
- ნანახი მაქვს 1984 წლის ლოს ანჯელესის ოლიმპიადაზე საფრანგეთის საფეხბურთო ნაკრების გამარჯვების ჩანაწერები. ვნახე იმიტომ, რომ "გენგამში" ჩემი ყოფილი მთავარი მწვრთნელი გი ლაკომბი იმ გუნდის წევრი იყო. მას პირადად ჰქონდა ნანახი კარლ ლუისის გამარჯვებები.

- ზაფხულზე თუ აპირებთ თამაშებზე დასწრებას?
- რა თქმა უნდა! ამას
წინათ ჩვენს საკონსულოშიც ვიყავი ფრანგი სპორტსმენების შესახვედრად, რომლებიც ლონდონს ოლიმპიურ სოფელთან დაკავშირებით დეტალების გასარკვევად ესტუმრნენ. საფრანგეთის ოფიციალურ დელეგაციაშიც კი ვიქნები სპორტსმენების მხარდასაჭერად.

- რომელ ოლიმპიელებს იცნობთ?
- შევხვედრივარ ტაეკვანდოისტ გვლადის ეპანიეს, ასევე ლაურა ფლესელს.

- განსაკუთრებულად რისი ნახვა გსურთ?
- 100 მეტრზე ფინალური გარბენის. შევეცდები, ბილეთები ვიყიდო და უსაინ ბოლტს დავუჭირო მხარი. იმედი მაქვს, სწორედ ის გაიმარჯვებს. ველოდები ძიუდოში მძიმე წონაში ტედი რინერის ფინალს. მან ლონდონში პირველი ოლიმპიური ოქრო უნდა მოიპოვოს. ოლიმპიადებზე მთავარი ის კი არ არის, რომელ ქვეყანას უჭერ მხარს, არამედ ის, თუ რომელი კონკრეტული სპორტსმენის გულშემატკივარი ხარ. საყვარელი სპორტსმენი კი ალბათ ყველას ჰყავს. როცა შენი ფავორიტი ოქროს მედალს იგებს, ეს შენთვისაც სასიხარულოა.

- საფრანგეთიდან ვის გაბრწყინებას ელოდებით?
- ძიუდოისტ ტედი რინერის; ასევე ძიუდოისტის, მსოფლიოს ჩემპიონი ლუსი დეკოსი.

- ვინ არიან თქვენი საყვარელი ოლიმპიელები?
- ჯეს ოუენსს დავასახელებდი, შავკანიან ათლეტს, რომელმაც 1936 წლის ოლიმპიადაზე 3 ოქროს მედალი მოიპოვა. მან დიდი ისტორია დაწერა და ეს მე კარგად ვიცი.

- ლონდონის ოლიმპიური სტადიონი თუ ნახეთ პირადად?
- მხოლოდ ტელევიზიით.

- რას იტყვით ლონდონზე, როგორც მასპინძელ ქალაქზე?
- ლონდონში ტურისტების სიმრავლეს ისედაც შეჩვეულნი არიან. სტადიონები და დანარჩენი ინფრასტრუქტურაც მზადაა სპორტსმენებისა გულშემატკივრების სამასპინძლოდ. ასე რომ, თამაშებს მეც სულმოუთქმელად ველოდები. მასში მონაწილეობას არ ვიღებ, მაგრამ აქტიურად ვუგულშემატკივრებ. ფანებს გაუმართლათ, რომ ლონდონში მოუწევთ ჩამოსვლა. ევროპელებისთვის კი დროის ფაქტორის გამო ტრანსლაციების ყურება იქნება კომფორტული.

- შანსი რომ მოგეცეთ, სპორტის რომელ სახეობაში მიიღებდით მონაწილეობას.
- რა თქმა უნდა, კალათბურთში. მახსოვს ის შეგრძნებები, როცა ბავშვობაში 1992 წლის ამერიკის "ოცნების გუნდს" ვუყურებდი. ლონდონში საფრანგეთიც იქნება ტონი პარკერთან და იოაკიმ ნოასთან ერთად. მე შეიძლება კალათბურთში ყველაზე მაღალი არ ვიყო, თუმცა ნამდვილად ძალიან სწრაფი ვარ.

- თქვენი თანაგუნდელებით საესტაფეტო შემადგენლობის შედგენა რომ გთხოვონ, ვის აირჩევთ?
- რამირესს, დენიელ სტარიჯს, ჩემს თავსა და სალომონ კალუს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული