სტუმრებს ერთბაშად რამდენიმე ლიდერი აკლდათ - ოლივიე ჟირუ დისკვალიფიკაციის გამო, ჟეფრი დერნისი და იუნეს ბელჰანდა კი ტრავმის მიზეზით. თუკი "მონპელიეს" ბანაკში ყველაფერი რამდენიმე კაცის ყოფნა-არ ყოფნაზეა დამოკიდებული, მაშინ ბოლო მათ ტურამდე საჩემპიონო რბოლაში დარჩენა ძალიან გაუჭირდებათ.
მიუხედავად შესუსტებული შემადგენლობისა, "მონპელიემ" თამაში მაღალ ტემპში დაიწყო და მალე მოახერხა ბურთზე კონტროლის
პირველი რეალური მომენტი პატრის კარტერონის შეგირდებმა შექმნეს, როცა ჟოვიალმა მეკარესთან პირისპირ შეყრით ვერ ისარგებლა. მალე ისევ ფავორიტებს მიეცათ თავის გამოჩენის შანსი, მაგრამ რეინემ ფანტასტიკურად ითამაშა, როცა ბურთი ხაზიდან გამოიტანა.
მეორე ნახევარში მასპინძლებს ცოტა დაღლა დაეტყოთ. თითქოს ამით მეტოქეს უნდა ესარგებლა, მაგრამ მან რატომღაც არ ინება ტემპის მომატება და შესაბამისად, პასუხიც მიიღო. 67-ე წუთზე ანგარიში გაიხსნა. ერიკ ბოტეაკის ძლიერი დარტყმა ძელს მოხვდა, დამატებაზე ყველას გაელ კაკუტამ დაასწრო - 1:0.
გასაოცარია, მაგრამ მცირე აფეთქების გარდა "მონპელიემ" "დიჟონს" ვერაფრით უპასუხა. აი, გათანაბრება კი მაინც მოახერხა. საჯარიმოს გათამაშების შემდეგ ჟონატან ტინანი ბურთთან პირველი გაჩნდა - 1:1.
* * *
შეიძლება თამამად ითქვას, რომ ტურში პრაქტიკულად ყველა თამაში მოულოდნელი შედეგით დამთავრდა. მათ შორის იყო ლილის "მეტროპოლზე" გამართული ასპარეზობაც, სადაც მოქმედმა ჩემპიონმა ჯერ ანგარიში გახსნა, მერე კაცნაკლულმა კიდევ ერთი გაიტანა.
"ოსერმა" კი ის, რაც მეტობისას ვერ მოახერხა, ანტონი ლე ტალეკის გაძევების შემდეგ თანაბარი შემადგენლობებით შეძლო და ზუსტად 4 წუთში გაათანაბრა.
* * *
შინ წააგო "მარსელმა". დიდიე დეშამის გუნდს ჩემპიონატში უკვე 4-თამაშიანი მოუგებელი სერია დაუგროვდა და მე-8 ადგილამდე დაქვეითდა. პროვანსელთა საევროტურნირო ოცნებები ნელ-ნელა უკვე ქრება თვალსაწიერიდან. სეზონში მე-8 გასვლითი თამაში წააგო "ლიონმა" და ცხადი გახდა, რომ რემი გარდის ჩანაფიქრმა არ გაამართლა.
სერიოზული საკადრო პრობლემების მქონე გუნდმა 4 ფრონტზე ბრძოლას ვერ გაუძლო და აშკარაა, რომ ძალები გამოელია. მოულოდნელი შედეგი დაფიქსირდა "შაბან დელმაზეც", სადაც "ბორდომ" "ნიცასთან" დათმო შეხვედრა. უკანასკნელს ამ ტურამდე გასვლითი შეხვედრა ჯერ მოგებული არ ჰქონდა და ალბათ ძნელად წარმოსადგენი იყო, რომ ეს ახლა მოხდებოდა.
სტუმრებს გარკვეულწილად გაუმართლათ, რომ გოლი დებიუტშივე გაიტანეს. ტაიმის მიწურულს მათ მეორეც შეაგდეს. ჟირონდელებმა მეორე ნახევარში მხოლოდ ერთი გოლის გაქვითვა მოასწრეს.
საფრანგეთი. ლიგა 1. XXVI ტური
დიჟონი-მონპელიე 1:1
გოლები: 1:0 კაკუტა (67), 1:1 ტინანი (88)
ლილი-ოსერი 2:2
გოლები: 1:0 აზარი (34), 2:0 აზარი (63) პენ, 2:1 საჰარი (80), 2:2 ანგბარი (84)
მარსელი-ტულუზი 0:1
გოლი: 0:1 აბდენური (66)
ნანსი-ლიონი 2:0
გოლები: 1:0 პუგრენიე (66), 2:0 ბაკარი (75)
სტ. ეტიენი-ევიანი 0:2
გოლები: 0:1 მონგონგუ (37), 0:2 საგბო (90)
სოშო-ვალანსიენი 1:1
გოლები: 0:1 პუჟოლი (69), 1:1 მირინი (77) ს.კ-ში
ბორდო-ნიცა 1:2
გოლები: 0:1 მონსონი (18) პენ, 0:2 გუიე (39), 1:2 პლანიუ (67)
კანი-ბრესტი 0:0
პსჟ-აიაჩო 4:1
გოლები: 1:0 პასტორე (27), 2:0 მენეზი (29), 2:1 პულარი (42), 3:1 ოარო (86), 4:1 ნენე (90)
ლორიანი-რენი 0:2
გოლები: 0:1 პიტრიოპა (41), 0:2 ჰაჯი (79)
სატურნირო ცხრილი
თ მ ფ წ ბ ქ
1. პსჟ 26 16 7 3 48-26 5
2. მონპელიე 26 16 6 4 49-26 54
3. ლილი 26 12 11 3 45-29 47
4. სტ. ეტიენი 26 12 7 7 33-28 43
5. რენი 26 12 7 7 36-30 43
6. ტულუზი 26 12 7 7 28-23 43
7. ლიონი 26 12 4 10 41-34 40
8. მარსელი 25 10 9 6 34-24 39
9. ბორდო 26 9 9 8 31-30 36
10. ვალანსიენი 26 8 7 11 27-28 31
11. ევიანი 25 7 9 9 35-37 30
12. ბრესტი 26 5 15 6 22-22 30
13. კანი 26 7 7 12 30-37 28
14. ლორიანი 26 6 9 11 24-34 27
15. დიჟონი 26 7 6 13 31-45 27
16. ნიცა 26 6 8 12 25-30 26
17. ნანსი 26 6 8 12 24-35 26
18. აიაჩო 26 6 8 12 28-47 26
19. ოსერი 26 4 11 11 32-40 23
20. სოშო 26 4 9 13 23-41 21
ბომბარდირები
16 - ოლივიე ჟირუ (მონპელიე), 12 - ნენე (პარი სენ-ჟერმენი), 11 - ედენ აზარი (ლილი), 10-10 - პიერ აუბამეიანგი (სენტ ეტიენი), ბაფეტიმბი გომისი (ლიონი), კევინ გამეირო (პარი სენ-ჟერმენი)
მომდევნო ტური
9 მარტი: აიაჩო-მარსელი 10 მარტი: ბრესტი-ბორდო, ევიანი-სოშო, ნიცა-ნანსი, ტულუზი-ლორიანი, ვალანსიენი-სტ. ეტიენი. ლიონი-ლილი 11 მარტი: დიჟონი-პსჟ, რენი-ოსერი, მონპელიე-კანი
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"