მაქსველი პსჟ-ს ორი კვირა ვერ დაეხმარება

AutoSharing Option
პსჟ-ის მცველმა მაქსველმა საფრანგეთის ჩემპიონატში "აიაჩოსთან" (4:1) მატჩისას ტრავმა მიიღო.

შეგახსენებთ, რომ ამ გამარჯვებით პსჟ-მა სატურნირო ცხრილში პირველობა დაიბრუნა.

კლუბის ექიმების ინფორმაციით, ფეხბურთელმა ბარძაყის კუნთის ტრავმა მიიღო და სავარაუდოდ ორი კვირა ვერ ითამაშებს.

გამომდინარე აქედან, კატალონიის "ბარსელონას" ყოფილი ფეხბურთელი საფრანეთის ჩემპიონატში ორ მატჩს გამოტოვებს. ბრაზილიელი გუნდს "დიჟონთან" და "კანთან" ვერ დაეხმარება.

შეგახსენებთ, რომ 30 წლის მაქსველი პარიზელთა რიგებში იანვარში გადავიდა და ლიგა 1-ში შვიდი მატჩი ჩაატარა.

მომზადებულია France Football-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული