გარდა ამისა, მას ინგლისის ნაკრებში შესაძლო დანიშვნაზეც დაეკითხნენ. რედნაპის ნალაპარაკევს მონოლოგის სახით შემოგთავაზებთ: "ჩვენ მზად ვართ, ახალგაზრდა და ძალიან ნიჭიერ ედენ აზარში "ლილს" სოლიდური თანხა გადავუხადოთ.
მისი თამაშის სანახავად საფრანგეთში რამდენჯერმე პირადად ვიყავი ჩამოსული - პირველად მარსელში, მეორედ საფრანგეთის თასის ფინალსაც დავესწარი "პარი სენ ჟერმენის" წინააღმდეგ. ვიცი, რომ "სიტისა" და "იუნაიტედის" სახით სერიოზული კონკურენტები გვყავს და
ამ წუთას დანამდვილებით ვერ გეტყვით, მინდა თუ არა ნაკრებში მუშაობა, რადგან "ტოტენჰემში" ზუსტად ის სამსახური მაქვს, რაც ძალიან მომწონს. ასე რომ, არ ვიცი. დავიცადოთ, ვნახოთ"...
"ეკიპმა" კომენტარისთვის აზარსაც მიმართა, ვის თამაშსაც კვირას ლიონის "სტად დე ჟერლანის" ტრიბუნებზე თავად სერ ალექს ფერგიუსონი აკვირდებოდა.
აი, რა თქვა ფეხბურთელმა: "ნებისმიერი ფეხბურთელი ბედნიერი იქნებოდა, თუკი მისით "მანჩესტერ იუნაიტედი" დაინტერესდებოდა. ამ ეტაპზე მხოლოდ და მხოლოდ "ლილის" თამაშებზე ვარ კონცენტრირებული, მაგრამ როცა მითხრეს, რომ ჩემს სანახავად ტრიბუნებზე ფერგიუსონი იჯდა, ძალიან მესიამოვნა".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"