"ოსერის" მთავარი მწვრთნელი გაუშვეს

AutoSharing Option
საფრანეგეთის ჩემპიონატის 28-ე ტურში "ევიანთან" (0:2) საშინაო მატჩში დამარცხების შემდეგ "ოსერის" ხელმძღვანელობამ გუნდის მთავარი მწვრთნელის ლორან ფურნიეს გათავისუფლება გადაწყვიტა.

ამ დროისთვის კლუბი საფრანგეთის ლიგა 1-ში ბოლოსწინა ადგილზე იმყოფება და 17-ე ადგილს, რომელიც უმაღლეს დივიზიონში დარჩენის უფლებას იძლევა, 5 ქულა აშორებს.

"რაიმეს შეცვლა იყო საჭირო. გადავწყვიტეთ, რომ ასე უმჯობესი იქნება. რაღაც უნდა გვეღონა, მიუხედავად იმისა, რომ ლიგა 1-ში ადგილის შენარჩუნების შანსი 15-20 პროცენტს თუ უდრის", - განაცხადა გუნდის პრეზიდენტმა ჟერარ ბურიონმა.

მომზადებულია L'equipe-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული