დიდიე დეშამს არაფერი ემუქრება

AutoSharing Option
სწორედ ამ დღეებში ვწერდით, რომ დიდიე დეშამი, პრაქტიკულად, შეეგუა იმას, რომ სეზონის ბოლოს "ველოდრომიდან" წასვლა მოუწევს, რადგან მისი ხელმძღვანელობით გუნდი "ზომაზე მეტად" უმოტივაციოდ გამოიყურება.

სხვას ვერაფერს დავაბრალებთ იმას, რაც 20 მარტს საღამოს მოხდა - "მარსელმა" საფრანგეთის თასის 1/4-ფინალში მესამელიგელ "კევილისთან" წააგო. მიუხედავად ამ სამარცხვინო მატჩისა, მიუხედავად იმისა, რომ ეს კლუბისთვის ყველა ტურნირში ერთად მე-7 წაგება(!) იყო, "მარსელის" პრეზიდენტი ვენსან ლაბრუნი ვადაზე ადრე დიდიესთან თანამშრომლობის შეწყვეტას მაინც არ აპირებს.

"ყველას უნდა ეყოს სითამამე და თავისი წილი პასუხისმგებლობა იკისროს. მე პირადად დეშამს
მხარს ვუჭერ და ბოლომდე მასთან ერთად დგომას ვაპირებ. ჩვენ ვალდებულნი ვართ, "მარსელის" ღირსების გადასარჩენად ვიზრუნოთ. ამ ეტაპზე პრიორიტეტებს შორის ჩემპიონატის რაც შეიძლება მაღალ საფეხურზე დასრულებაა. თასიდან გამოვარდნას ერთადერთი მინუსი აქვს: სათამაშო გრაფიკი ბევრად უფრო შემსუბუქდება," - აცხადებს ლაბრუნი.

რაც შეეხება თავად მწვრთნელს, ის აცხადებს, რომ: "იცით რა? ყველა დამარცხება ძალიან მძიმე გადასატანია, მაგრამ ასეთი წაგებები, რაც დღეს საღამოს ვიწვნიეთ, სხვებზე მტკივნეულია. მინდა მეტოქეს მივულოცო ეს წარმატება და ვაღიარო, რომ პლეი ოფების შეხვედრებში გუნდმა სწორედ ასე უნდა ითამაშოს. ცნება "ყველაფერში დამნაშავე" დღეს საღამოს არ არსებობს.

ამიტომ მხოლოდ ჩემს ფეხბურთელებსაც ვერ დავადებ ხელს და ვერც მთლიანად მე ვიკისრებ ამ ტვირთს. მართალია, ძალიან ცუდად ვითამაშეთ, მაგრამ მაინც ბოლომდე ვიბრძოდით. ყველაზე მეტად ამ თამაშში ჩვენ ფანტაზია, სიზუსტე და მოძრაობა გვაკლდა".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული