საფრანგეთი გლოვობს და ბუნებრივია, ამავე ფონზე ჩაივლის უქმეებზე გამართული ყველა სპორტული შეჯიბრებაც. მათ შორის ლიგა 1-ისა და ლიგა 2-ის შეხვედრები.
დავუბრუნდეთ ფეხბურთს. საფრანგეთის თასიდან გამოვარდნისა და 17-თამაშიანი წაუგებელი სერიის შეწყვეტის შემდეგ "პარი სენ-ჟერმენს" "პარკ დე პრენსზე" "ბორდოსთან" დაპირისპირება ელოდება.
ლეონარდომ
აღვნიშნავდით კიდეც, ზედიზედ ხუთ თამაშში ბოლო წუთებზე გოლის გატანა მარტო ბრძოლისუნარიანობის კი არა იღბლის საკითხიც არის-თქო. აი, თასზე იღბალმა უგანა თუ არა, დედაქალაქელები დამარცხდნენ.
პსჟ-ს იმედიან განწყობას ალბათ ის აძლევს, რომ ლიგა 1-ში შინ ჩატარებულ შეხვედრებში საუკეთესო შედეგი აქვთ, "ბორდო" კი გასვლით შეხვედრებში ვერ ბრწყინავს.
რისი თქმა შეიძლება ფრანსის ჟიიოს გუნდზე? ჟირონდელებს "პარკ დე პრენსი" ბოლო წლებში საკმაოდ კარგად აქვთ დაცდილი. ამ არენაზე მათ გასულ წელსაც მოიგეს (2:1), 2008-შიც (2:0) და 2007-შიც (2:0). ასე რომ, მათი წარმატება არც ხვალინდელ თამაშში იქნება მოულოდნელი.
საფრანგეთი. XXIX ტური
24 მარტი
აიაჩო-ლორიანი 22:00
ბრესტი-ნანსი 22:00
ევიანი-ლილი 22:00
ლიონი-სოშო 22:00
მონპელიე-სტ. ეტიენი 22:00
ნიცა-მარსელი 22:00
ვალანსიენი-რენი 00:00
25 მარტი
დიჟონი-კანი 19:00
ტულუზი-ოსერი 19:00
პსჟ-ბორდო 23:00
სატურნირო ცხრილი
ა თ მ ფ წ ბ ქ
1. პსჟ 28 17 8 3 52-29 59
2. მონპელიე 28 17 6 5 52-27 57
3. ლილი 28 13 11 4 50-31 50
4. ტულუზი 28 13 8 7 30-24 47
5. ლიონი 28 14 4 10 44-35 46
6. სტ. ეტიენი 28 13 7 8 35-30 46
7. რენი 28 12 8 8 37-32 44
8. ბორდო 28 10 10 8 34-31 40
9. მარსელი 28 10 9 9 35-29 39
10. ევიანი 28 9 9 10 41-40 36
11. ვალანსიენი 28 8 7 13 28-34 31
12. ლორიანი 28 7 10 11 27-36 31
13. ბრესტი 28 5 15 8 23-26 30
14. ნანსი 28 7 9 12 26-36 30
15. დიჟონი 28 8 6 14 34-48 30
16. აიაჩო 28 7 9 12 30-48 30
17. კანი 28 7 8 13 32-42 29
18. ნიცა 28 6 9 13 26-33 27
19. სოშო 28 6 9 13 28-43 27
20. ოსერი 28 4 12 12 33-43 24
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"