საფრანგეთის ჩემპიონატში ახლა უცნაური მდგომარეობაა. ჩემპიონობისთვის იბრძვიან გუნდები, რომელთაგან ერთს არასოდეს ჰქონია მსგავსი პატივი (მონპელიე), მეორემ კი ოქროს მედლები ბოლოს 1994 წელს მოიგო. მთავარი ახლა ის არის, ვის უმტყუნებს ნერვები. კარლიტო სწორედ ამ თემებზე საუბრობს.
- "ბორდოსთან" ქულის უკმაყოფილო იქნებით...
- ბუნებრივია, ვერ ვიქნები კმაყოფილი, რადგან მოსაგებად ვიბრძოდით. ახლა ის პერიოდი არ არის, როცა შინ ქულის დაკარგვა გვეპატიება. გოლზეც არ გვქონდა შესაბამისი რეაქცია, არადა,
- იმსახურებდა კი თქვენი გუნდი მეტს?
- არა, შედეგი ლოგიკურია. შანსი ჩვენც გვქონდა და "ბორდოსაც". დიდი პრობლემები გვქონდა ფლანგებზე. თუმცა წინდაწინ ვიცოდით, რომ მეტოქე შეეცდებოდა მათ გამოყენებას.
- მენეზი რატომ გამოცვალეთ პირველი ტაიმის შემდეგ?
- მან მსუბუქი დაზიანება მიიღო, თუმცა მისი შეცვლა ტაქტიკურ ცვლილებასთანაც იყო დაკავშირებული. მე კიდევ ერთი სუფთა ნახევარმცველი მჭირდებოდა მოედანზე.
- "მონპელიე" ბურთების ბალანსის წყალობით ისევ პირველია. ხომ არ ნერვიულობთ?
- სიმშვიდის შენარჩუნება გვჭირდება. მიზანი არ შეცვლილა - ჩვენ კონკურენტზე მეტი ქულა უნდა ავიღოთ სეზონის ბოლომდე. წელს ჩემპიონატში ჯერაც არ წაგვიგია და აქამდე ლიდერებში ვართ. მომდევნო თამაშში ბევრად უფრო დამაჯერებლად უნდა ვითამაშოთ. პლუს, მეტი სათამაშო დისციპლინაც გვჭირდება. ეს ფაქტორი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და ის "ბორდოსთან" ნამდვილად არ გვყოფნიდა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"