საფრანგეთი. ლიგა 1. XXX ტურის წინ: ხაფანგი "მარსელ პიკოზე"

AutoSharing Option
თავიდანვე უნდა აღინიშნოს, რომ 30-ე ტური საფრანგეთში არასრულია და თანაც ძალიან საინტერესო მატჩი აკლია - "მარსელი"-"მონპელიე".

თამაშის გადატანის თხოვნით ჯერ კიდევ "ბაიერნთან" ჩემპიონთა ლიგის მატჩამდე პროფესიული ფეხბურთის ლიგას "მარსელმა" მიმართა. პროვანსელთა თხოვნა დაკმაყოფილდა. ასე რომ, 31 მარტს საღამოს ნანსიში მოგების შემთხვევაში "პარი სენ-ჟერმენს" შეუძლია მეტოქეს სამი ქულით მოსწყდეს და ამით გარკვეული ფსიქოლოგიური უპირატესობა მოიპოვოს, მაგრამ...

ვაიდა ვერ მოიგო? მერე თამამად შეგვეძლება იმის თქმა, რომ დედაქალაქური გრანდი საჩემპიონო რბოლაში ინიციატივას დაკარგავს. "ლურჯ-წითლებს" თასსა და ჩემპიონატში უკვე სამი მოუგებელი თამაში დაუგროვდათ (კანი
2:2, ლიონი 1:3, ბორდო 1:1) და მიჯრით მეოთხე წარუმატებლობა სწორედ ამის ნიშანი იქნება.

კარლო ანჩელოტი "ბორდოსთან" ჩატარებულ მატჩს მკვეთრად უარყოფითად ფასებს. კარლეტოს თქმით, მის გუნდს უჭირდა ბურთის ჯერ მოპოვება, მერე გათამაშება, ნაკლებად აგრესიული იყო პრესინგის დროს და რაც მთავარია, დაცვაში უამრავ შეცდომას უშვებდა. აღნიშნულ პრობლემებზე სამუშაოდ პსჟ-ს მთელი კვირა ჰქონდა. ვნახოთ, რამდენად ეფექტურად გამოიყენა გუნდმა ეს პერიოდი.

ზოგად სტატისტიკას თუ გადავხედავთ, "ნანსიზე" ვერც იმას ვიტყვით, რომ მძლავრი გამომცდელია-თქო და ვერც მეტისმეტად "სტუმართმოყვარეს" ვუწოდებთ - ლოტარინგიელებს საშინაო "მარსელ პიკოზე" ჩატარებული 14 თამაშიდან 4 მოგება და 4 წაგება აქვთ, მაგრამ... ეშმაკი რომ დეტალებში იმალება საქმეც ეს არის. ჟან ფერნანდესის გუნდმა ბოლო 4 თამაშიდან 3 მოიგო (1 ფრე), მათ შორის ორი შინ, ჯერ "ლიონთან" (2:0), მერე "მონპელიესთან" (1:0), რისი წყალობითაც მე-18-დან მე-12 ადგილამდე აღზევდა.

ამას დავუმატოთ გუნდების ურთიერთშეხვედრების სტატისტიკა, რომელიც ანჩელოტის შეგირდებს კარგს არაფერს უქადის.

დედაქალაქელებმა ჩრდილოელები ბოლოს 2009 წელს დაამარცხეს (4:1), მას მერე კი 6 თამაშიდან 2-ჯერ დამარცხდნენ და 4 ფრედ დაასრულეს. პლუს, ლოტარინგიაში 8 ვიზიტიდან პარიზელებს ერთადერთი მოგება აქვთ (2007 წელს, 3:0). ასე რომ, რა შანსი აქვს პსჟ-ს თავად განსაჯეთ.

საფრანგეთი. ლიგა 1. XXX ტური
31 მარტი
ოსერი-ვალანსიენი 21:00
ბორდო-დიჟონი 21:00
ლორიანი-ევიანი 21:00
სტ. ეტიენი-ნიცა 21:00
სოშო-ბრესტი 21:00
ნანსი-პსჟ 23:00

1 აპრილი
კანი-აიაჩო 19:00
ლილი-ტულუზი 19:00
რენი-ლიონი 23:00

სატურნირო ცხრილი
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. მონპელიე 29 18 6 5 53-27 60
2. პსჟ 29 17 9 3 53-30 60
3. ლილი 29 14 11 4 53-31 53
4. ტულუზი 29 14 8 7 31-24 50
5. ლიონი 29 15 4 10 46-36 49
6. სტ. ეტიენი 29 13 7 9 35-31 46
7. რენი 29 12 8 9 37-33 44
8. ბორდო 29 10 11 8 35-32 41
9. მარსელი 29 10 10 9 36-30 40
10. ევიანი 29 9 9 11 41-43 36
11. ვალანსიენი 29 9 7 13 29-34 34
12. ნანსი 29 8 9 12 27-36 33
13. დიჟონი 29 9 6 14 36-48 33
14. ლორიანი 29 7 11 11 28-37 32
15. აიაჩო 29 7 10 12 31-49 31
16. ბრესტი 29 5 15 9 23-27 30
17. კანი 29 7 8 14 32-44 29
18. ნიცა 29 6 10 13 27-34 28
19. სოშო 29 6 9 14 29-45 27
20. ოსერი 29 4 12 13 33-44 24

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული