"რა თქმა უნდა, ჩემპიონატის მოგებაზე ვფიქრობთ, მაგრამ კამერების წინ ვცდილობთ სიმშვიდე შევინარჩუნოთ.
პრესის მხრიდან გარკვეულ წნეხს ვგრძნობთ, თუმცა ამისთვის ყურადღების მიქცევა არ ღირს. მზად ვართ, დიდი მიზნებისთვის ვიბრძოლოთ", - აღნიშნა ჟირუმ.
შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში "მონპელიე" პირველ ადგილზე იმყოფება, თუმცა იგივე რაოდენობის ქულა აქვს მეორეადგილოსან პსჟ-ს.
მიუხედავად ამისა, "მონპელიეს" პსჟ-ზე ერთი მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული და სრულიად შესაძლებელია, სეზონის ბოლომდე ლიდერობა არ დათმოს.
მომზადებულია ligue1.com-ის