კარლო ანჩელოტი: თუ "მონპელიე" ჩემპიონი გახდება, მათ წინაშე ქუდს მოვიხდი

AutoSharing Option
"პარი სენ ჟერმენის" მთავარ მწვრთნელ კარლო ანჩელოტის, რომლის გუნდიც "მონპელიესთან" საფრანგეთის ჩემპიონის ტიტულისთვის იბრძვის, მიუხედავად მეტოქესთან ჩამორჩენისა, ტურნირში გამარჯვების სჯერა.

"გულის სიღრმეში მჯერა, რომ ჩემპიონები გავხდებით. ჩვენს გუნდს აქვს ხარისხი, ამბიცია და მოტივაცია. მოთამაშეებმა იციან, რამდენად მნიშვნელოვანია 18-წლიანი პაუზის შემდეგ ჩემპიონის ტიტულის მოპოვება.

თუ "მონპელიე" ჩემპიონი გახდება, მათ წინაშე ქუდს მოვიხდი და პსჟ-სთან ერთად ტურნირის მოგებას უკვე შემდეგ სეზონში შევეცდები. თუმცა ბრძოლა ჯერ არ დასრულებულა", - თქვა ანჩელოტიმ.
მკითხველის კომენტარები / 2 /
ქუდის მოხდა ვინმეს წინაშე მისდამი პატივისცემის ნიშანია ბატონო ჟორა.
Jigaro
21:49 06-04-2012
0
ქედის მოხრა გამიგია ქუდის მოხდა რაღა ჯანდაბაა:D:D
jora
18:20 06-04-2012
0

სიახლეები პოპულარული