კარლო ანჩელოტი: "მარსელს" პატივს ვცემ, მაგრამ შიშს არ განვიცდი

AutoSharing Option
"პარი სენ ჟერმენის" მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ "მარსელთან" საფრანგეთის ჩემპიონატის 31-ე ტურის მატჩის წინ კოლეგა დიდიე დეშამზე აზრი გამოთქვა.

"რომ გავიმარჯვოთ ჩვენი საუკეთესო ფეხბურთი უნდა ვითამაშოთ. "ნანსისთან" მარცხის შემდეგ ქულები გვჭირდება. "მარსელთან" მოგება რთული იქნება, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს მეტოქეს რთული პერიოდი უდგას. მათ შემადგენლობაში გამოცდილი მოთამაშეები თამაშობენ, რომლებიც მნიშვნელოვანი მატჩისთვის სათანადოდ არიან განწყობილნი.

ყველაფერი უნდა გამოვავლინოთ რაც ვიცით, რათა მოვიგოთ და ტიტულისთვის ბრძოლა გავაგრძელოთ. მეტოქეს პატივს ვცემ, მესმის რამდენად მნიშვნელოვანია ეს მატჩი, მაგრამ შიშს არ განვიცდი.

დეშამი "იუვენტუსში" ჩემი
ხელმძღვანელობით თამაშობდა. მან "მარსელში" დიდი სამუშაო გასწია. დღეს მის გუნდს გარკვეული პრობლემები აქვს, მაგრამ მისი სამწვრთნელო შესაძლებლობების განხილვას არ ვაპირებ", - აღნიშნა ანჩელოტიმ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული