პსჟ-ს ხელმძღვანელობა ამ ზაფხულს "ნაპოლის" ფორვარდ ედინსონ კავანის შეძენას გეგმავს. ფრანგული კლუბის გენერალურმა დირექტორმა ლეონარდომ მოთამაშესთან წინასწარ შეთანხმებას უკვე მიაღწია.
სავარაუდოდ, პსჟ 25 წლის ურუგვაელში 30 მილიონ ევროზე არანაკლებ თანხას გადაიხდის.
მიმდინარე სეზონში კავანიმ ნეაპოლური კლუბის შემადგენლობაში 37 მატჩი ჩაატარა და 24 გოლი გაიტანა. აღსანიშნავია, რომ ფეხბურთელით "ჩელსიც" დაინტერესებული იყო.