დიდიე დეშამი: "მარსელმა" სიამაყის გარდა ყველაფერი დაკარგა

AutoSharing Option
"მარსელის" მთავარმა მწვრთნელმა დიდიე დეშამმა აღნიშნა, რომ მისი გუნდისთვის საფრანგეთის ჩემპიონატის 31-ე ტურის მატჩში "პარი სენ ჟერმენის" დამარცხება უკიდურესად მნიშვნელოვანია.

შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის "მარსელი" 40 ქულით მეცხრე ადგილზე იმყოფება და შემდეგ სეზონში ევროთასების საგზურს ალბათ ვერც მოიპოვებს.

"რა თქმა უნდა, გამარჯვებისთვის 15 ქულას ვერ მივიღებთ, მაგრამ პარიზში დადებითი შედეგის მიღწევა ძალიან მნიშვნელოვანი იქნებოდა. ჩვენს მდგომარეობაში გამარჯვება მნიშვნელოვანია. ყველაფერი დაკარგული გვაქვს, სიამაყის გარდა", - აღნიშნა დეშამმა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული