გაზელეკ აიაჩო: რასტელო, ბოკონიანო, რაშიდი, ფილიპი, რომეი, პოგჟი, კოლინე, დუფო (6. ბოესო), სეიმანი, ვერდიე (74. გბიზი), კოლორედო (76. დიალო)
ლიონი: ლორისი, კონე, ლოვრენი, დაბო, გონალონი (77. ფოფანა), ჩელსტრიომი, ბრიანი, ლაკაზეტი (71. ბასტოსი), გომისი, ლ. ლოპესი (79. გრენიე)
გოლები: 0:1 ლაკაზეტი (59), 0:2 ლოპესი (73), 0:3 გრენიე (80), 0:4 გომისი (90)
"ლიონმა" საფრანგეთის თასის ნახევარფინალში მესამე დივიზიონის წარმომადგენელი "გაზელეკი" გაანადგურა, მაგრამ ეს მხოლოდ მას მერე მოახერხა, რაც ქვედალიგელი 10 კაცით დარჩა. არბიტრმა საიდ ენჟიმიმ 38-ე წუთზე მასპინძელთა ნახევარმცველი კოლინე
"ლიონმა" შეხვედრა სრულად კონცენტრირებულმა დაიწყო. პირველი ხიფათი კიმ ჩელსტრიომმა შექმნა, თუმცა მასპინძლებმაც მალევე უპასუხეს კოლორედოს მომენტით. "ლიონი" შტანგამ იხსნა. ეს არ იყო უკანასკნელი მწვავე შეტევა უგო ლორისის კართან. საფრანგეთის ნაკრების კარის დარაჯს სეიმანის, ვერდიესა და პოგჟის სახიფათო დარტყმების მოგერიებაც მოუხდა.
ამასობაში მოვიდა 38-ე წუთი და მოხდა ის, რამაც მატჩის ბედი გადაწყვიტა კიდეც. მეორე ნახევარში "ლიონმა" საქმე დაიწყო და დაამთავრა. პირველი გოლი ლაკაზეტმა დამატებაზე შეაგდო. მერე ანტონი რევეიერის პასით ლისანდრო ლოპესმა გამოიჩინა თავი.
მესამე გოლისას უხეშად შეცდა რასტელო, რომელიც გამოსვლაზე ბურთს ვერ შესწვდა და წამებით ადრე შეცვლაზე შესულმა გრენიემ პირველივე შეხებით ბურთი თავზე გადაუგდო. გომისმა კი მასპინძლები კონტრშეტევაზე დაიჭირა.
ფინალი "სენ დენიზე" 28 აპრილს გაიმართება, სადაც "ლიონი" "კევილისა" და "რენის" წყვილში გამარჯვებულს დაუპირისპირდება. ეს მატჩი წუხელ უნდა გამართულიყო.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"