"ლორიანი" უფრთხის

AutoSharing Option
"ლორიანის" დამრიგებელი კრისტიან გურკუფი შიშობს, რომ მის გუნდს ლიგა 1-ში ადგილის შენარჩუნება გაუჭირდება.

ბრეტონელებს 31 ტურში დაგროვილი 32 ქულით მე-18 ადგილი უკავიათ. ერთით მეტი ქულა აქვთ "აიაჩოს", "კანსა" და "ბრესტს". გურკუფმა სეზონის ბოლომდე დასახმარებლად უხმო ფიზიკური მომზადების ცნობილ სპეციალისტს ტიბიუს დარუს, ვისაც "ლანსში", "მარსელში", პსჟ-სა და "არსენალში" უმუშავია.

"ფრანს ფუტბოლის" ცნობით, "ლორიანს" დიდი უბედურება დაატყდა თავს: ტრავმა მიიღო და უახლოეს შეხვედრებში ვერ დაეხმარება გუნდს ძირითადი მეკარე ფაბიენ ოდარი, რომელიც მიმდინარე სეზონში 31-იდან 27-ჯერ იყო სასტარტო შემადგენლობაში.

მისი უმთავრესი შემცვლელი ბენჟამენ
ლეკომი ასევე ტრავმირებულია. ასე რომ, ბრეტონელებს ფლორან შაინიოს იმედად მოუწევთ ყოფნა, ვინც უკანასკნელად ოფიციალურ შეხვედრაში 2011 წლის 30 სექტემბერს ითამაშა თასის 1/32-ფინალში.

პრეზიდენტმა შიმშილობა შეწყვიტა
"აიაჩოს" პრეზიდენტი ალენ ორზონი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო იძულებული გახდა, შიმშილობა შეეწყვიტა. ის 20 თებერვლიდან მოყოლებული შვილის წინააღმდეგ აღძრულ სისხლის სამართლის საქმეებს აპროტესტებდა. მუსიე ორზონის არასრულწლოვან ვაჟს პოლიცია უმძიმეს ბრალდებებს უყენებს.

18 კაცი დააკავეს
უქმეებზე პარიზში გამართული "ფრანგული დერბის" შემდეგ დედაქალაქის პოლიციამ სტუმართა ფანები დააკავა. მიზეზი ხულიგნობა იყო. მარსელელებს ტრიბუნებზე პეტარდებისა და სხვა პიროტექნიკური საშუალებების შეტანა ედებათ ბრალად.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული