ლეონარდომ შესაძლოა პსჟ-ის სპორტული დირექტორის თანამდებობა დატოვოს

AutoSharing Option
"პარი სენ ჟერმენის" სპორტულმა დირექტორმა, ბრაზილიელმა ლეონარდომ შესაძლოა მიმდინარე სეზონის ბოლოს თავისი თანამდებობა დატოვოს.

აღნიშნავენ, რომ ბრაზილიელი, რომელიც პარიზულ კლუბს მიმდინარე სეზონის დასაწყისში ჩაუდგა სათავეში, იტალიაში დაბრუნებას აპირებს.

ზოგიერთი მონაცემით, ეს გადაწყვეტილება ლეონარდომ ოჯახური გარემოებების გამო მიიღო.

ამ დროისთვის პსჟ საფრანგეთის ჩემპიონატში მეორე ადგილზეა და "მონპელიეს" სამი ქულით ჩამორჩება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული