ლიგა 1. XXXII ტურის წინ: სტუმრად აუტსაიდერთან

AutoSharing Option
15 აპრილს "პარი სენ-ჟერმენს" "ოსერთან" "სტად აბე დეშამზე" უეჭველად სამი ქულის აღება მართებს, თორემ მისთვის წმინდა ფსიქოლოგიური თვალსაზრისით გართულდება საჩემპიონო ბრძოლის გაგრძელება. იმედია, კარლო ანჩელოტი იმ ერთადერთ სწორ გზას მონახავს, რომელზე სიარულიც მართებთ მის შეგირდებს.

იტალიელ სპეციალისტს დაძაბული ბრძოლების დროს გუნდის განწყობა არასოდეს ეშლებოდა და ვფიქრობთ, არც ახლა გაუჭირდება ამის გაკეთება. თუკი უბრალოდ სტატისტიკას გადავხედავთ, აღმოვაჩენთ, რომ ბურგუნდიელებს შინ "ლურჯ-წითლებთან" ბრძოლა საკმაოდ უჭირთ - 19 დაპირისპირებიდან მხოლოდ 7 მოგება აქვთ, ბოლო 8-დან კი მასპინძლებმა მხოლოდ 2-ჯერ იმარჯვეს.

რაც შეეხება მიმდინარე
სეზონს, ლიგა 1-ის აუტსაიდერებმა შინ 15-დან მხოლოდ 5 შეხვედრაში დაიმსახურეს სამი ქულა. 27 ქულით ისინი ცხრილის ბოლო ადგილზე განისვენებენ. იმავე სტატისტიკას თუ ვენდობით, ლიგა 1-დან გავარდნას ჯერ არც ერთი ის გუნდი არ გადარჩენია, რომელსაც 31 ტურის შემდეგ 30-ზე ნაკლები ქულა ჰქონდა. ასე რომ, "ოსერს" მთლად გამოსატირებლად ჰქონია საქმე.

დედაქალაქელთა უშუალო კონკურენტმა "მონპელიემ" შუა კვირაში შეძლო და "მარსელი" "ველოდრომზე" დაამარცხა.

სასაცილო კი ის იყო, რომ მასპინძელი გულშემატკივრები სტუმარ გუნდს ყოველმხრივ უჭერდნენ მხარს. დიდიე დეშამისგან ისინი დაჟინებით მოითხოვდნენ ამ მატჩის წაგებას და ამას უსირცხვილოდ ტრიბუნებზე გამოჭიმული უზარმაზარი პლაკატით ადასტურებდნენ. რაკი მათი სათაყვანებელი გუნდისთვის სეზონი პირწმინდად ჩავარდნილია, უმთავრესი, რაც გულზე მალამოდ დაედებათ საჩემპიონო რბოლაში პსჟ-ის მარცხია.

ლიგა 1. XXXII ტური
15 აპრილი
ლილი-აიაჩო 19:00
ლორიანი-მონპელიე 19:00
ნანსი-ბორდო 19:00
სტ. ეტიენი-ბრესტი 19:00
სოშო-დიჟონი 19:00
ვალანსიენი-ევიანი 19:00
ოსერი-პსჟ 23:00

16 აპრილი
რენი-ნიცა 23:00

18 აპრილი
მარსელი-კანი 20:30
ტულუზი-ლიონი 20:30

სატურნირო მდგომარეობა

თ მ ფ წ ბ ქ
1. მონპელიე 31 20 6 5 58-29 66
2. პსჟ 31 18 9 4 56-33 63
3. ლილი 31 15 11 5 56-35 56
4. ლიონი 31 16 5 10 49-38 53
5. ტულუზი 31 14 8 9 32-28 50
6. რენი 31 13 9 9 41-35 48
7. სტ. ეტიენი 31 13 8 10 38-35 47
8. ბორდო 31 10 12 9 36-34 42
9. მარსელი 31 10 10 11 38-35 40
10. ევიანი 31 10 9 12 43-46 39
11. ნანსი 31 10 9 12 31-37 39
12. ვალანსიენი 31 10 7 14 31-36 37
13. ნიცა 31 8 10 13 32-36 34
14. დიჟონი 31 9 7 15 37-51 34
15. ბრესტი 31 6 15 10 27-30 33
16. კანი 31 8 9 14 33-44 33
17. აიაჩო 31 7 12 12 32-50 33
18. ლორიანი 31 7 11 13 28-40 32
19. სოშო 31 7 9 15 32-48 30
20. ოსერი 31 5 12 14 36-46 27


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული