ამას გარდა, "პარიზიენთან" ინტერვიუში მან რამდენიმე საინტერესო თემაზეც ილაპარაკა: "პირველ რიგში, იმას ვიტყვი, რომ ძალიან მინდა კონტინენტის პირველობაზე ჯგუფიდან გავიდეთ, მაგრამ არც რეალობაზე თვალის დახუჭვა ღირს. 2006 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მერე, სადაც ჩვენ ფინალში ვითამაშეთ, სულ 6 წელიწადი გავიდა, მაგრამ მას მერე ნაკრებში ბევრი აღარავინ
ბოლო ორ დიდ ტურნირზე კი გუნდს ერთი მატჩიც არ მოუგია. სამხრეთ აფრიკაში ჩატარებული მსოფლიოს ჩემპიონატიდან კი, სადაც ჩვენ რაღაც აუხსნელი რამ დაგვემართა, 2 წელია გასული. ევრო 2012 ჩვენი ბიჭებისთვის არის შანსი არა უბრალოდ იმისა, რომ ახალი ისტორიის წერა დაიწყონ, არამედ იმისაც, რომ ფრანგი ხალხის ნდობა ხელახლა მოიპოვონ.
ყველას სიამოვნებს, როცა მისით დიდი კლუბები ინტერესდებიან, მაგრამ ამწუთას ჩემთვის ერთადერთი მიზანი არსებობს - ევროპის ჩემპიონატი. ჩემი ფიქრი მხოლოდ მას დასტრიალებს თავს. ამას ადრეც ვაცხადებდი და ახლაც ამ აზრზე ვარ.
საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციასთან ახალ ხელშეკრულებაზე მინდა დალაპარაკება. სიტუაცია ასეთია - ჯერჯერობით მომავალი თანამშრომლობის დეტალებზე არ გვილაპარაკია. მე იმ კატეგორიის მწვრთნელი არ ვარ, რომელიც ვინმესთან ახალ კონტრაქტზე სიტყვას პირველი დაძრავს. ამ მხრივ ცხადი და მტკიცე პოზიცია მიკავია".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"