საფრანგეთი. ლიგა 1. XXXIII ტურის წინ: კიდევ ერთხელ აუტსაიდერთან

AutoSharing Option
"პარი სენ-ჟერმენმა" წინა ტურში მატჩის დასრულებამდე 5 წუთით ადრე გაუშვა ხელიდან შანსი, ცხრილის პირველ საფეხურს დაბრუნებოდა. "აბე დეშამზე", სადაც "ლურჯ-წითლებს", ტრადიციულად, თამაში ძალიან უჭირთ, კარლო ანჩელოტის გუნდს ფეხი დაუსხლტა.

ახლა კი მათ მეორე აუტსაიდერთან უწევთ შებმა, ვისთანაც შინ 14 თამაში აქვს გამართული და ჯერ ერთხელაც არ წაუგია - 8 მოგება, 6 ფრე. ასე რომ, თუკი სტატისტიკას ვენდობით, შეიძლება იმის ვარაუდი, რომ მასპინძლებს მოგების მეტი შანსი აქვთ, ვიდრე წარუმატებლობის.

"ოსერმა" მოახერხა და ჩვენი პრობლემებით ისარგებლა. ისღა დაგვრჩენია, ვნახოთ, რა მოხდება უახლოეს
მომავალში. იმისთვის კი, რაც მოხდა, ჩვენ გასამართლებელი საბუთები არ უნდა ვეძებოთ.

იმ მატჩში სამი ქულის ასაღებად ჩვენ უბრალოდ არასათანადოდ კარგები ვიყავით. აშკარაა, გუნდს პრობლემა აქვს კონცენტრაციაში, რადგან რატომღაც გვგონია, რომ ყველაფერი იოლად გამოგვივა. თუკი გამარჯვება გვინდა, მომავალში ასე აღარ უნდა ვითამაშოთ. მე ეს ფეხბურთელებსაც ვუთხარი, მე მათით უკმაყოფილო ვარ"
, - აცხადებს კარლეტო.

"პარი სენ-ჟერმენს" ქაღალდზე არა უშავს. თავად განსაჯეთ. დედაქალაქელებს ანჩელოტის ხელმძღვანელობით ლიგა 1-ში 13 თამაშში ერთადერთი წაგება აქვთ, მაგრამ სხვა საქმეა, რეალურად რა ხდება. ყველა ტურნირს თუ მივათვლით, გუნდს ბოლო 6-დან ერთი თამაში აქვს მოგებული და ეს ყველაფერი ძირითადად იმის გამო ხდება, რომ დაცვა ვერ დგას მოწოდების სიმაღლეზე.

სალვატორე სირიგუ ზედიზედ 9 თამაშია ვერ ახერხებს კარის მშრალად შენახვას.

რაც შეეხება სტუმარს. მისი მდგომარეობა არც ისე უიმედოა, როგორც ეს ერთი შეხედვით შეიძლება მოგეჩვენოთ. მარტში გუნდი ახალმა მთავარმა მწვრთნელმა ერიკ ელიმ ჩაიბარა, ვისი ხელმძღვანელობითაც გუნდს 6 შეხვედრაში 4 მოგება და 2 წაგება ("ლიონსა" და "მონპელიესთან" გასვლებზე) აქვს. "სოშოს" მთავარი მიზანი ლიგაში ადგილის შენარჩუნებაა.

"ფეხბურთელებზე ხანდახან მაინც დამთრგუნველად მოქმედებს ის პოზიცია, რაც ცხრილში გვიკავია. ნერვიულობა კი ჩვენს მისიას კიდევ უფრო ართულებს. აუცილებელია იმედის ქონა, რადგან მას ბევრი უზარმაზარი დადებითი გავლენა შეუძლია ჩვენზე იქონიოს. უნდა გვჯეროდეს ჩვენი თავის და იმის, რომ შევძლებთ იმ მიზნის მიღწევას, რასაც ვისახავთ", - ამბობს ერიკ ელი.

საფრანგეთი. ლიგა 1. XXXIII ტური
21 აპრილი
ბრესტი-რენი 21:00
კანი-სტ. ეტიენი 21:00
დიჟონი-ლილი 21:00
ევიანი-ტულუზი 21:00
მონპელიე-ვალანსიენი 21:00
ნიცა-ოსერი 21:00
ბორდო-მარსელი 23:00

22 აპრილი
აიაჩო-ნანსი 19:00
პსჟ-სოშო 19:00
ლიონი-ლორიანი 23:15



სატურნირო ცხრილი
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. მონპელიე 32 20 6 6 59-31 66
2. პსჟ 32 18 10 4 57-34 64
3. ლილი 32 16 11 5 60-36 59
4. ლიონი 32 16 5 11 49-41 53
5. ტულუზი 32 15 8 9 35-28 53
6. რენი 32 14 9 9 44-36 51
7. სტ. ეტიენი 32 14 8 10 40-36 50
8. ბორდო 32 10 13 9 38-36 43
9. ევიანი 32 11 9 12 46-46 42
10. მარსელი 32 10 11 11 39-36 41
11. ნანსი 32 10 10 12 33-39 40
12. ვალანსიენი 32 10 7 15 31-39 37
13. ლორიანი 32 8 11 13 30-41 35
14. ნიცა 32 8 10 14 33-39 34
15. კანი 32 8 10 14 34-45 34
16. დიჟონი 32 9 7 16 37-52 34
17. ბრესტი 32 6 15 11 28-32 33
18. სოშო 32 8 9 15 33-48 33
19. აიაჩო 32 7 12 13 33-54 33
20. ოსერი 32 5 13 14 37-47 28

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული