"ლილის" საუკეთესო ბომბარდირმა ედენ აზარმა ტრავმა მიიღო

AutoSharing Option
"ლილის" ნახევარმცველი ედენ აზარი "დიჟონთან" საფრანგეთის ჩემპიონატის 33-ე ტურის მატჩში დაშავდა. ტრავმის სერიოზულობას და აზარის გამოჯანმრთელების ვადას სამედიცინო გამოკვლევა გამოავლენს.

"აზარს მყესები აქვს დაზიანებული. მაგრამ იმედია, რომ ეს დაზიანება სერიოზული არ გამოდგება", - თქვა "ლილის" მთავარმა მწვრთნელმა რუდი გარსიამ "დიჟონთან" მატჩის შემდეგ.

21 წლის აზარი მიმდინარე სეზონში "ლილის" საუკეთესო ბომბარდირია, მან საფრანგეთის ჩემპიონატში 33 შეხვედრაში 16 გოლი გაიტანა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული