"წინ უნდა ვიაროთ, რადგან ჩემპიონატი ჯერ კიდევ არ დასრულებულა. ეს ცუდი საღამო იყო. უმნიშვნელოვანეს შეხვედრაში დავმარცხდით, მაგრამ პსჟ ჩემპიონის ტიტულისთვის ჯერ კიდევ იბრძვის", - თქვა იტალიელმა სპეციალისტმა.
შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის ჩემპიონატის დასრულებამდე 4 ტურით ადრე პარიზული კლუბი მეორე ადგილზე იმყოფება და ლიდერ "მონპელიეს" 5 ქულით ჩამორჩება.
მომზადებულია Goal.com-ის მიხედვით