კარლო ანჩელოტი: ”პარი სენ ჟერმენი” საფრანგეთის ჩემპიონობისთვის ჯერ კიდევ იბრძვის

AutoSharing Option
მიუხედავად "ლილთან" (1:2) მარცხისა, პსჟ-ს მთავარ მწვრთნელ კარლო ანჩელოტის ჩემპიონის ტიტულზე ხელი არ ჩაუქნევია.

"წინ უნდა ვიაროთ, რადგან ჩემპიონატი ჯერ კიდევ არ დასრულებულა. ეს ცუდი საღამო იყო. უმნიშვნელოვანეს შეხვედრაში დავმარცხდით, მაგრამ პსჟ ჩემპიონის ტიტულისთვის ჯერ კიდევ იბრძვის", - თქვა იტალიელმა სპეციალისტმა.

შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის ჩემპიონატის დასრულებამდე 4 ტურით ადრე პარიზული კლუბი მეორე ადგილზე იმყოფება და ლიდერ "მონპელიეს" 5 ქულით ჩამორჩება.

მომზადებულია Goal.com-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული