ედენ აზარი "მანჩესტერ სიტიში" ითამაშებს

AutoSharing Option
"ლილის" ბელგიელი ნახევარმცველის, ედენ აზარის ტრანსფერზე სულ უფრო მეტი ჭორი დადის და რაც ყველაზე უცნაურია, ამ ჭორებს თავად ფეხბურთელიც ავრცელებს.

ახალგაზრდა ნახევარმცველმა ჟურნალისტებს მიანიშნა, რომ ზაფხულში "მანჩესტერ სიტიში" გადავა.

"მიყვარს ცისფერი და წითელი ფერი. ორივე ფერი მიხდება, მაგრამ მომავალ სეზონში ცისფერი ფორმით ვითამაშებ", - განაცხადა აზარმა.

შეგახსენებთ, რომ ედენ აზარის შეძენის მთავარი პრეტენდენტები "სიტი", "იუნაიტედი", "ტოტენჰემი" და "არსენალი" არიან.

მომზადებულია Canal +-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული