ლეონარდო ცდილობს სამუელ ეტოო პსჟ-ში გადასვლაზე დაითანხმოს

AutoSharing Option
მახაჩყალის "ანჟის" ფორვარდ სამუელ ეტოოთი პსჟ-ს სერიოზული დაინტერესების შესახებ გავრცელებული ხმები დადასტურდა. მიმდინარე კვირაში პარიზული კლუბის სპორტულმა დირექტორმა ლეონარდომ 31 წლის კამერუნელს პირადად დაურეკა.

ეტოომ ხაზი გაუსვა, რომ "პარიზელებისგან კონკრეტულ წინადადებას ელის, რის შემდეგაც მას ნათელი პასუხის გაცემა შეეძლება".

იუწყებიან, რომ ეტოო უფრო მეტადაა პსჟ-ში გადასვლით დაინტერესებული, ვიდრე კარლოს ტევესი და ალეშანდრე პატო გასულ ზამთარს".

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოთამაშე "ანჟიში" გასულ ზაფხულს გადავიდა და 23 ჩატარებულ შეხვედრაში 13 გოლი გაიტანა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული