პსჟ ზლატან იბრაჰიმოვიჩში 40 მილიონ ევროს იხდის

AutoSharing Option
პსჟ-ს ხელმძღვანელობა "მილანის" ფორვარდ ზლატან იბრაჰიმოვიჩის მიმართ ინტერესს იჩენს.

პარიზულმა კლუბმა "როსონერის" წინადადება შესთავაზა - 30 წლის შვედის სანაცვლოდ პარიზელები 40 მილიონ ევროს იხდიან.

პსჟ-ს ვიცე-პრეზიდენტმა ლეონარდომ "მილანის" ვიცე-პრეზიდენტ ადრიანო გალიანისთან მოლაპარაკებები უკვე დაიწყო.

აღნიშნავენ, რომ იბრაჰიმოვიჩის შესაძლო შეძენა "ნაპოლის" ფორვარდ ეზეკიელ ლავეცის ტრანსფერს დაბრკოლებას არ შეუქმნის. ლავეცის შესაძენად მოლაპარაკებები ასევე მიმდინარეობს.

მომზადებულია France Presse-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული