პარიზულმა კლუბმა "როსონერის" წინადადება შესთავაზა - 30 წლის შვედის სანაცვლოდ პარიზელები 40 მილიონ ევროს იხდიან.
პსჟ-ს ვიცე-პრეზიდენტმა ლეონარდომ "მილანის" ვიცე-პრეზიდენტ ადრიანო გალიანისთან მოლაპარაკებები უკვე დაიწყო.
აღნიშნავენ, რომ იბრაჰიმოვიჩის შესაძლო შეძენა "ნაპოლის" ფორვარდ ეზეკიელ ლავეცის ტრანსფერს დაბრკოლებას არ შეუქმნის. ლავეცის შესაძენად მოლაპარაკებები ასევე მიმდინარეობს.
მომზადებულია France Presse-ის მიხედვით