ოლივიე ჟირუ შესაძლოა ლონდონის "არსენალში" გადავიდეს

AutoSharing Option
საფრანგეთის ჩემპიონი "მონპელიეს" ფეხბურთელმა ოლივიე ჟირუმ შესაძლოა ზაფხულში გუნდი დატოვოს.

"ლონდონის "არსენალი" აქტიურად მუშაობს ფრანგი თავდამსხმელის გადაბირების საკითხზე და თავად ჟირუსაც სურს ინგლისში თამაში.

თუ არსენ ვენგერი ჩვენს პრეზიდენტს ლუი ნიკოლენანს მოელაპარაკება, შესაძლოა, ჟირუ "არსენალის" ფეხბურთელი გახდეს", - განაცხადა "მონპელიეს" თავკაცმა რენე ჟირარმა.

შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში ჟირუ ლიგა 1-ის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. მის ანგარიშზე 21 გოლია.

გარდა ამისა, ადრე ვრცელდებოდა ცნობა, რომ ჟირუს გადაბირება მიუნხენის "ბაიერნს" სურდა.

მომზადებულია RMC-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული