ოფიციალურად: დიდიე დეშამმა "მარსელი" დატოვა

AutoSharing Option
"მარსელის" მთავარმა მწვრთნელმა დიდიე დეშამმა თანამდებობა დატოვა.

დეშამის "მარსელიდან" წასვლაზე დიდი ხანი იყო ცნობილი, მაგრამ ოფიციალურად ამ ინფორმაციამ 2 ივლისს გაიჟღერა.

ფრანგი სპეციალისტის კონტრაქტის ვადა კლუბთან ორ წელიწადში იწურება, თუმცა მხარეებმა ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე ხელშეკრულების გაწყვეტა გადაწყვიტეს.

"მარსელის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე პრეტენდენტებად ლიუსიენ ფავრი და ფაბრიციო რავანელი სახელდებიან. თავად დეშამს კი საფრანგეთის ნაკრების თავკაცობას უწინასწარმეტყველებენ.

მომზადებულია om.net-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული