ესეკილ ლავეცი პსჟ-ის ფეხბურთელია

AutoSharing Option
"პარი სენ-ჟერმენმა" ოფიციალურად გამოაცხადა, რომ გაიფორმა "ნაპოლის" არგენტინელი ფორვარდი ესეკილ ლავეცი.

პარიზულ კლუბს გარიგება დაახლოებით 30 მილიონი ევრო დაუჯდა. კონტრაქტი ოთხწლიანია. არგენტინელი ახალ კლუბში მე-11 ნომრით ითამაშებს.

ლავეციმ 2 ივლისს სამედიცინო შემოწმება გაიარა და მოგვიანებით ოფიციალურად წარუდგინეს ჟურნალისტებსა და გულშემატკივრებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
მეწყინა რადგან ნაპოლის ფანი ვარ და გამიხარდა იმიტომ რომ ლიგაზე ვიხილავ ჩემ საყვარელ ფეხბურთელს
bacho
14:22 03-07-2012
0

სიახლეები პოპულარული