ზინედინ ზიდანმა საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციასთან მოლაპარაკებები გამართა

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" სპორტულმა დირექტორმა ზინედინ ზიდანმა საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ნოელ ლე გრესთან მოლაპარაკებები გამართა.

ზიდანის კანდიდატურა "მარსელის" ყოფილი მთვარი მწვრთნელის, დიდიე დეშამის კანდიდატურასთან ტოლ-სწორად განიხილება, რომელიც საფრანგეთის ნაკრების თავკაცის თანამდებობაზე დანიშვნის პრეტენდენტებს შორის ფავორიტად მიიჩნევა.

შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანამდებობა ევროპის ჩემპიონატის შემდეგ გათავისუფლდა, როდესაც ლორან ბლანმა საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციასთან კონტრაქტის გაგრძელებაზე უარი თქვა.

თავად ზიდანმა ადრე განაცხადა, რომ ჯერჯერობით "სამფეროვანთა" ნაკრებში სამუშაოდ მზად არ არის.

ასევე იხილეთ:
ზინედინ ზიდანი შესაძლოა საფრანგეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი გახდეს
ზინედინ
ზიდანი: უკვე დროა, მწვრთნელობა დავიწყო
მკითხველის კომენტარები / 1 /
მიდი ზიზუ ,დანიშნეთ ზიდანი,მე არ ვარ საფრანგეთის გულშემატკივარი მაგრამ ფაქტია ზიზუს ნაირი ფეხბურთელი ეხლა არაა,ნუ მიწყენთ მესის და რონალდოს გულშემატკივრები,მეც ბარსას ქომაგი ვარ
vasiko basiladze
13:00 06-07-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული