"კორიერე დელო სპორტის" მტკიცებით, "ლურჯ-წითლებს" გარიგება 11 მილიონი ევრო (პლუს 3 მილიონი ბონუსებით) დაუჯდებათ.
ნიჭიერი ფეხბურთელის გადაბირებას იტალიური გრანდები "ნაპოლი" და "იუვენტუსიც" გეგმავდნენ, მაგრამ თანამემამულეთა შეთავაზებებზე აბრუცოელებმა უარი თქვეს.
კომენტარი ამ გარიგებაზე "დელფინების" პრეზიდენტმა დანიელე სებასტიანიმ "რადიო სპორტივას" ეთერში გააკეთა:
"პარი სენ ჟერმენის" წარმომადგენლები დიდხანს ადევნებდნენ თვალს ჩვენი ფეხბურთელის თამაშს. ძალიან გვინდოდა, რომ ვერატი მინიმუმ ერთი
პარიზელებს ისღა დარჩენიათ, მარკოს პირადი კონტრაქტის დეტალებზე შეუთანხმდნენ. ახლა ყველაფერი მხოლოდ მის სურვილზეა დამოკიდებული.
სიმართლე ითქვას, გვერჩივნა რომელიმე იტალიურ კლუბს შევთანხმებოდით. მარკოს არასოდეს უთქვამს, რომ კონკრეტულად "იუვენტუსში" გადასვლა სურდა. ეს მხოლოდ ჟურნალისტების ფანტაზიის ნაყოფია".
"ეკიპის" ინფორმაციით პსჟ ვერატის 5-წლიან კონტრაქტს და წელიწადში 1,5 მილიონ ევროს სთავაზობს, რაც 4-ჯერ მეტია იმ ხელფასზე, რასაც მას "პესკარაში" უხდიდნენ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"