კარლო ანჩელოტი: ანდრეა პირლოსთან რვაწლიანი მუშაობაც საკმარისია

AutoSharing Option
პსჟ-ს თავკაცმა კარლო ანჩელოტიმ განაცხადა, რომ ანდრეა პირლოს და რობინ ვან პერსის შეძენა საფრანგეთის ვიცე-ჩემპიონთა გეგმებში არ შედის.

"ვან პერსი ჩვენი სატრანსფერო სამიზნე არ არის, თუნდაც სხვა კლუბები მისით დაინტერესებულნი იყვნენ. იგივე შემიძლია ვთქვა პირლოს შესახებაც: საინტერესო მოთამაშეა, მაგრამ მას რვა წელი ვწვრთნიდი და საკმარისია", - განაცხადა ანჩელოტიმ.

იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, რომ ამჟამად პარიზელები "პესკარას" გადაწყვეტილებას ელოდებიან, ნახევარმცველ მარკო ვერატის შესაძლო ტრანსფერის თაობაზე.

"პესკარას" ხელმძღვანელობას ვესაუბრეთ და ახლა რამდენიმე დღის განმავლობაში პასუხს მივიღებთ. თავად მოთამაშესთან არ მისაუბრია, მაგრამ მისი მონაწილეობით
გასული სეზონის რამდენიმე მატჩი ვნახე. არ ვფიქრობ, რომ რაიმე პრობლემა შეიქმნება. ის ახალგაზრდა, პერსპექტიული ფეხბურთელია. თუ ის ჩვენთან მოვა, თითოეულ პოზიციაზე ორი ნახევარმცველი გვეყოლება", - თქვა ანჩელოტიმ.

ასევე იხილეთ:
კარლო ანჩელოტი: მხოლოდ გენიოსს შეეძლო ისე მოქცეულიყო, როგორც ანდრეა პირლო მოიქცა
რობინ ვან პერსი ლონდონის "არსენალთან" კონტრაქტს არ გაახანგრძლივებს
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული