ლეონარდო: ნენე არ იყიდება

AutoSharing Option
პსჟ-ის სპორტული დირექტორი ლეონარდო ამტკიცებს, რომ გუნდის ერთ-ერთი ლიდერი, ბრაზილიელი ნენე პარიზულ კლუბს არ დატოვებს.

"ნენეს თაობაზე შემოთავაზებით არავის მოუმართავს. და საერთოდ, ის არ იყიდება", - განაცხადა ლეონარდომ.

ბოლო ხანს მასმედიაში გაჩნდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, პსჟ-ის მოთამაშეს თვალი სტამბულის "გალათასარაიმ" და "მალაგამ" დაადგეს.

გასულ სეზონში ნენემ პარიზელთა შემადგენლობაში 35 მატჩი ითამაშა და 21 გოლი გაიტანა.

მომზადებულია L'Equipe-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული