კარლო ანჩელოტი: ალექსი-ტიაგო სილვას სახით პსჟ-ს დაცვის ცენტრში შესანიშნავი წყვილი ეყოლება

AutoSharing Option
პსჟ-ს მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ "მილანიდან" პარიზული კლუბის შემადგენლობაში ბრაზილიელი მცველის, ტიაგო სილვას გადასვლაზე ისაუბრა.

შეგახსენებთ, რომ ტრანსფერის თანხა 43 მილიონ ევროს შეადგენს, კონტრაქტი კი ხუთწლიანია. ამასთან, ახალ გუნდში ბრაზილიელის ხელფასი წელიწადში 7.5 მილიონ ევროს შეადგენს.

"ამ შენაძენით ძალიან კმაყოფილი ვარ. ის ფანტასტიკური მოთამაშეა. ყველამ იცის, რომ ის მსოფლიოში ერთერთი საუკეთესო ცენტრალური მცველია. ტიაგო სილვა პსჟ-ს დაცვის ცენტრში შესანიშნავ წყვილს შეადგენს ალექსთან ერთად", - განაცხადა ანჩელოტიმ.

მომზადებულია La Gazzetta dello Sport-ის მიხედვით

ასევე იხილეთ
"მილანი" ტიაგო სილვას და ზლატან იბრაჰიმოვიჩის
პსჟ-ში გაშვებას დათანხმდა

პსჟ ზლატან იბრაჰიმოვიჩსა და ტიაგო სილვაში 60 მილიონ ევროს იხდის
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული