ზლატან იბრაჰიმოვიჩი პსჟ-ში წელიწადში 14 მილიონ ევროს მიიღებს

AutoSharing Option
"მილანის" 30 წლის შვედი თავდამსხმელი ზლატან იბრაჰიმოვიჩი პსჟ-ის ფეხბურთელი ოფიციალურად 16 ივლისს ან, მაქსიმუმ, 17 ივლისს გახდება. ამის შესახებ ფრანგული გამოცემა L’Equipe იუწყება.

კლუბებს შორის მოლაპარაკებები ამ უქმეებზე მიმდინარეობდა. კონტრაქტი სამწლიანი იქნება, ხოლო "მილანი" იბრაჰიმოვიჩის სანაცვლოდ, სავარაუდოდ, 20 მილიონ ევროს მიიღებს.

თავად შვედი კი პსჟ-ში წელიწადში 14 მილიონ ევროს მიიღებს, რაც ორ მილიონზე მეტია, ვიდრე ზლატანი "მილანში" თამაშის დროს იღებდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული