ხელშეკრულება სამწლიანი იქნება, შვედის წლიური შემოსავალი კი 12 მილიონი ევრო.
აქედან გამომდინარე, იბრაჰიმოვიჩი საფრანგეთის ჩემპიონატის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდება.
შეგახსენებთ, რომ ადრე ფეხბურთელის აგენტმა მინო რაიოლამ განაცხადა, რომ პარიზულ კლუბთან შეთანხმება მიღწეულია და მხოლოდ რამდენიმე დეტალია მოსაგვარებელი.
მომზადებულია La Gazzetta dello Sport-ის მიხედვით