"პარი სენ ჟერმენმა" ზლატან იბრაჰიმოვიჩის გადასვლის შესახებ ოფიციალურად განაცხადა

AutoSharing Option
"მილანის" ყოფილი თავდამსხმელი ზლატან იბრაჰიმოვიჩი ოფიციალურად გახდა პსჟ-ის ფეხბურთელი.

მისი კონტრაქტი სამწლიანია. ხელშეკრულების პირობით, შვედი წელიწადში, ბონუსების გარეშე, 14 მილიონ ევროს მიიღებს.

"პსჟ ძალიან საინტერესო პროექტია. ამ კლუბს შესწევს ძალა, შეუძლებელი შესაძლებლად აქციოს.

ეს ჩემს კარიერაში მნიშვნელოვანი ნაბიჯია - მორიგი ოცნება, რომელიც რეალობად იქცა.

პარიზულ კლუბში რომ გადავიდოდი, ეჭვიც არ მეპარებოდა", - განაცხადა იბრაჰიმოვიჩმა პარიზული კლუბის მოთამაშედ ოფიციალურად წარდგენისას.

"მილანის" შემადგენლობაში 30 წლის იბრაჰიმოვიჩმა 85 მატჩი ჩაატარა და 56 გოლი გაიტანა.

ასევე იხილეთ:
ზლატან იბრაჰიმოვიჩი ლიგა 1-ის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი იქნება
ადრიანო გალიანი: "მილანი" ზლატან იბრაჰიმოვიჩს ღირსეულ შემცვლელს მოუძებნის
ზლატან იბრაჰიმოვიჩი პსჟ-ში წელიწადში 14 მილიონ ევროს მიიღებს
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული