სტივ მანდანდა: პსჟ ფავორიტი მხოლოდ ქაღალდზეა

AutoSharing Option
"მარსელის" მეკარე სტივ მანდანდა ახალი სეზონის დაწყების მოლოდინშია.

"რა თქმა უნდა, ამდენი ხმაურიანი ტრანსფერის შემდეგ პსჟ საფრანგეთის ჩემპიონატის ფავორიტად უნდა ჩაითვალოს, თუმცა მხოლოდ ქაღალდზე.

პარიზელები საქმეში არ გვინახავს. ამიტომ ფავორიტობაზე საუბარი ჯერ ნაადრევია.

შარშანაც ყველა მიიჩნევდა, რომ პსჟ ლიგა 1-ში ყველაზე ძლიერი იქნებოდა. საბოლოოდ კი ჩემპიონის ტიტული "მონპელიეს" ხვდა.

ისეთი ფეხბურთელების გადაბირება, როგორებიც არიან ზლატან იბრაჰიმოვიჩი და ტიაგო სილვა, საფრანგეთის ჩემპიონატს გამოადგება.

რაც შეეხება "მარსელს", გუნდი შეიცვალა. ახალი მთავარი მწვრთნელი და ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელი გვყავს. მიუხედავად ამისა, სერიოზულ მიზნებს ვისახავთ",
- თქვა მანდანდამ.

მომზადებულია France Football-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 1 /
ჩემპიონი გახდება ლილი
gegi
17:57 19-07-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული