"რა თქმა უნდა, ამდენი ხმაურიანი ტრანსფერის შემდეგ პსჟ საფრანგეთის ჩემპიონატის ფავორიტად უნდა ჩაითვალოს, თუმცა მხოლოდ ქაღალდზე.
პარიზელები საქმეში არ გვინახავს. ამიტომ ფავორიტობაზე საუბარი ჯერ ნაადრევია.
შარშანაც ყველა მიიჩნევდა, რომ პსჟ ლიგა 1-ში ყველაზე ძლიერი იქნებოდა. საბოლოოდ კი ჩემპიონის ტიტული "მონპელიეს" ხვდა.
ისეთი ფეხბურთელების გადაბირება, როგორებიც არიან ზლატან იბრაჰიმოვიჩი და ტიაგო სილვა, საფრანგეთის ჩემპიონატს გამოადგება.
რაც შეეხება "მარსელს", გუნდი შეიცვალა. ახალი მთავარი მწვრთნელი და ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელი გვყავს. მიუხედავად ამისა, სერიოზულ მიზნებს ვისახავთ",
მომზადებულია France Football-ის მიხედვით