19 წლის ნახევარმცველმა დრო ჟურნალისტებთან ურთიერთობისთვისაც გამონახა და მათ შეკითხვებს გულწრფელი პასუხები გასცა.
- პსჟ ერთადერთი კლუბი იყო, რომელიც ჩემით რეალურად იყო დაინტერესებული. ამას იმიტომ ვამბობ, რომ მისი წარმომადგენლები ძალიან მონდომებულები ჩანდნენ. როცა ეს დავაფიქსირე, აგენტს ვუთხარი, რომ სწორედ პსჟ-ს განვიხილავდი ფავორიტად.
ჩემთვის ისიც მნიშვნელოვანია, რომ იტალიურებისგან განსხვავებით, უცხოური კლუბები ახალგაზრდა ფეხბურთელებს უფრო მეტად ენდობიან. საბოლოოდ წამითაც არ დავეჭვებულვარ, უნდა მიმეღო თუ არა კარლო ანჩელოტის შემოთავაზება.
ამაყი ვარ, რომ ამხელა
მოუთმენლად ველოდები, როდის მომეცემა ამის შანსი. პირობას გაძლევთ, რომ როცა მინდორზე გავალ, ბოლომდე ვიბრძოლებ.
ნამდვილად მაქვს უფლება, საკუთარი თავით ვიამაყო, რადგან ჩემს ასაკში ისეთი ფეხბურთელების თანაგუნდელი გავხდი, როგორებიც არიან იბრაჰიმოვიჩი, ლავეცი, პასტორე, სილვა და სხვები. მსგავსი შანსი ნამდვილად ცოტას თუ მიეცემა ცხოვრებაში.
ვალდებულად ვგრძნობ თავს, რომ იმედები, რასაც მწვრთნელთა შტაბი მიკავშირებს, ბოლომდე გავამართლო.
პსჟ-ს ნამდვილად შეუძლია, რომ მიმდინარე სეზონის აღმოჩენად იქცეს. ჩვენი პროგრამა მინიმუმი ლიგა 1-ის მოგებაა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"