სამირ ნასრი სამმატჩიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯა

AutoSharing Option
საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციამ ეროვნმული ნაკრების ფეხბურთელი სამირ ნასრი შეუსაბამო ქცევისთვის სამმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა.

ესპანეთთან ევრო 2012-ის მეოთხედფინალური მატჩის შემდეგ ნასრიმ ჟურნალისტს ინტერვიუს თხოვნაზე უხეშად უპასუხა. ფეხბურთელმა ჟურნალისტი, რომელიც ინტერვიუს ჩამორთმევას ცდილობდა სამჯერ შეურაცხყო.

ნასრი ურუგვაის ნაკრებთან ამხანაგურ მატს გამოტოვებს, რომელიც 15 აგვისტოს გაიმართება. ის ასევე გამოტოვებს მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის ორ შეხვედრას - ფინეთის (7 სექტემბერს) და ბელარუსის (11 სექტემბერს) წინააღმდეგ.

ასევე იხილეთ
სამირ ნასრი: ვწუხვარ, რომ ის სიტყვები ვთქვი, რომელმაც გულშემატკივრები და განსაკუთრებით, ბავშვები შოკში ჩააგდო
სამირ
ნასრი ჟურნალისტებს წაეჩხუბა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული