ტიაგო სილვა: "მილანმა" 10 მილიონ ევროდ მიყიდა და 42 მილიონად გამყიდა

AutoSharing Option
"პარი სენ ჟერმენის" ცენტრალურმა მცველმა ტიაგო სილვამ, რომელიც ფრანგულ გუნდში ამ ზაფხულს "მილანიდან" გადავიდა, თავისი ტრანსფერის გარემოებებზე ისაუბრა.

"მინდოდა, "მილანში" კონტრაქტის ბოლომდე დავრჩენილიყავი, მაგრამ შევიტყვე, რომ ლეონარდო და გალიანი მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ.

თუმცა "მილანის" ფანებმა ინიციატივა გამოიჩინეს და ბერლუსკონი აიძულეს, ჩემთან ახალი კონტრაქტი გაეფორმებინა, რომლის მიხედვითაც კლუბის განკარგულებაში 2016 წლამდე ვიქნებოდი.

ახალი კონტრაქტით ბედნიერი ვიყავი, მაგრამ ისევ ყველაფერი შეიცვალა. კვლავ პსჟ-ის ვარიანტი გამოჩნდა. ვიცოდი, რომ "მილანს" ფინანსური პრობლემები ჰქონდა და გუნდში დარჩენა გამიჭირდებოდა.

თავის დროზე იტალიელებმა 10 მილიონად მიყიდეს, ახლა კი
42 მილიონად გამყიდეს", - განაცხადა ბრაზილიელმა იტალიურ პრესაში.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული